შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაქალი მასწავლებელი, რომელთაც მსოფლიო შეცვალა

ქალი მასწავლებელი, რომელთაც მსოფლიო შეცვალა

„უიღბლობის არ შეგეშინდეთ, ყოველ ჯერზე, როცა წარუმატებლობა წამოგეწევათ, დაიწყეთ ყველაფერი თავიდან, მანამდე სანამ მიზანს მიაღწევთ – შესაძლოა, იმას არა, რომელიც დასაწყისში დაისახეთ, მაგრამ იმას რომელსაც თქვენ სიხარულით გაიხსენებთ“.

ამერიკელმა მასწავლებელმა სპეციალურ პედაგოგიკაში გარღვევა მოახდინა. იგი მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც ამერიკელი ავტორის, პოლიტიკოსისა და ლექტორის ჰელენ კელერის მასწავლებელი. ჰელენ კელერი იყო პირველი უსინათლო და სმენის არმქონე ქალი, რომელმაც განათლება და სამეცნიერო ხარისხი  მიიღო. კელერისა და მისი მასწავლებლის ენ სალივანის შესახებ, რომელმაც მასთან კომუნიკაციის დამყარება და განათლების მიცემა შეძლო, სამი ფილმია შექმნილი.

ენ სალივანის ისტორია აღგვაფრთოვანებს. იგი ამერიკაში, ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. დედა 8 წლის ასაკში დაკარგა, შემდეგ ძლიერი ავადმყოფობა დაატყდა თავს, რომელმაც მას ფაქტობრივად მხედველობა წაართვა. დედის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში კი ენზე და მის ძმაზე მამამ თქვა უარი და ისინი თავშესაფარში ჩააბარა.

10 წლის ასაკში გოგონამ მძიმე ავადმყოფობის შედეგად ძმაც დაკარგა. ადრე გადატანილი ტრაქომის გამო კი თითქმის ვერაფერს ხედავდა. 1880 წელს კი ენის ცხოვრებაში დადებითი მოვლენა მოხდა, რომელმაც მისი მთელი შემდგომი ცხოვრება შეცვალა. ენი პერკინსის უსინათლოთა სკოლაში ირიცხება. იქ მას ოპერაციას უკეთებენ, რომელიც მხედველობას ნაწილობრივ აღუდგენს. ენს განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევა. მახვილი გონებისა და ძლიერი ნების წყალობით კარგად სწავლას და მასწავლებლებთან და სკოლის დირექტორ მაიკლ ონანესთან სანდო ურთიერთობების აწყობას ახერხებს.

სწორედ მაიკლმა შესთავაზა ენს 1886 წელს სწავლის დამთავრების შემდეგ ჰელენ კელერის მასწავლებელი გამხდარიყო.

შეხვედრა ორივე ქალისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ორივე ისტორიაში შევიდა: ჰელენ კელერი – როგორც მწერალი და ლექტორი. ენ სალივანი კი როგორც ნიჭიერი პედაგოგი, რომელმაც უსინათლო და სმენის არმქონე გოგონას კითხვა და გარე სამყაროსთან ურთიერთობა ასწავლა.

ელენ კეიმ თავისუფალი პედაგოგიკის პრინციპები ჩამოაყალიბა.

ელენი შვედეთის აგრარული პარტიის დამფუძნებლის, ემილია კეის ოჯახში დაიბადა. მისი დედა არისტოკრატი იყო და გოგონას შესანიშნავი საშინაო განათლება მისცა. ელენი ძალიან ლიბერალურ ატმოსფეროში იზრდებოდა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მის პედაგოგიურ შეხედულებებზე. მთელი ცხოვრების მანძილზე ელენი ღარიბი ოჯახების შვილებს ასწავლიდა. გარდა მასწავლებლობისა ელენი აქტიურ სოციალურ მოღვაწეობას ეწეოდა, წერდა სტატიებსა და წიგნებს იმ დროისთვის მწვავე სოციალურ თემებზე.

თავისუფალი აღზრდის მომხრე, წიგნის – „ბავშვის საუკუნე“(1899) ავტორი. ელენ კეი თვლიდა, რომ ადამიანის მსოფლმხედველობაში ცვლილებებს მოაქვს ცვლილებები საზოგადოებაში. ბავშვისთვის აუცილებელია სამყარო, რომელშიც იგი თავისუფლად განვითარებას შეძლებს.

READ  როგორ გადავაგდოთ სახლიდან პური, რომელიც აღარ გვინდა

ლოზუნგი „ვიცხოვროთ ბავშვებისთვის” კეიმ შეცვალა ახლით: „მიეცით ბავშვებს ცხოვრების საშუალება“. „თავისუფალი პიროვნება ბოროტებას და უსამართლობას რომ წააწყდება  თავის უფლებებსა და იდეალებს დაიცავს“,-წერდა ელენ კეი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი