ქალის ორგანიზმში აქამდე უცნობი ტიპის სისხლი აღმოაჩინეს

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
ღია სამედიცინო აღმოჩენები ადასტურებს თანამედროვე განათლების სისტემის აუცილებლობას საქართველოში. სამედიცინო უნივერსიტეტებში ინოვაციური რეფორმები პრიორიტეტული ხდება.

ქალის ორგანიზმში აქამდე უცნობი ტიპის სისხლი აღმოაჩინეს, რომელსაც „გვადა უარყოფითი” ეწოდა. ეს იმიტომ, რომ პაციენტი წარმოშობით კარიბის ზღვის არქიპელაგ გვადელუპადანაა. მისი იდენტიფიკაცია ოპერაციამდე ამ ინდივიდის სხეულიდან აღებული ნიმუშის მოპოვებიდან 15 წლის შემდეგ მოხერხდა. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის სისხლის ცენტრმა (EFS) გაავრცელა.

„EFS-მა ახლახან მსოფლიოს სისხლის ჯგუფთა 48-ე სისტემა აღმოაჩინა. ეს მიგნება სისხლის გადასხმის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISBT) მილანში ივნისის დასაწყისში ოფიციალურად აღიარა”, – ვკითხულობთ LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცენტრში მომუშავე და კვლევაში მონაწილე სამედიცინო ბიოლოგ ტერი პეირარდის თქმით, პაციენტის უჩვეულო ანტისხეული პირველად 2011 წელს შენიშნეს. ამის მიუხედავად, მაშინდელი რესურსები უფრო სიღრმისეული შესწავლის საშუალებას არ იძლეოდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ეს მოგვიანებით, 2019 წელს, მოხერხდა. მეცნიერებმა დნმ-ის გაშიფვრის ისეთი მეთოდი გამოიყენეს, რომლის მეშვეობითაც დიდი რაოდენობით მონაცემების მცირე დროში გაანალიზებაა შესაძლებელი. ამან გენეტიკური მუტაცია გამოავლინა. თავად პაციენტი 54 წლის იყო და პარიზში ცხოვრობდა, როცა ოპერაციის წინ რუტინულ შემოწმებებს იტარებდა. მის ბიოლოგიურ მასალაში უცნობი ანტისხეული სწორედ მაშინ დაფიქსირდა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

სპეციალისტები ამბობენ, რომ მთელს მსოფლიოში ასეთი ჯგუფის სისხლი მხოლოდ ამ ერთ ადამიანს აქვს, ანუ იგი მხოლოდ საკუთარი თავისთვისაა თავსებადი. მათი თქმით, ქალმა ასეთი სისხლი მემკვიდრეობით დედისგან და მამისგან მიიღო, რომელთაც მუტირებული გენი ჰქონდათ.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ასეთი სისხლის ჯგუფით სხვა ადამიანებსაც მიაგნებენ, რადგან ეს მათთვის უკეთესი სამედიცინო დახმარების გაწევას შეუწყობს ხელს.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2025). ქალის ორგანიზმში აქამდე უცნობი ტიპის სისხლი აღმოაჩინეს. 4 ოქტომბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/ქალის-ორგანიზმში-აქამდე/

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. ქალის ორგანიზმში აქამდე უცნობი ტიპის სისხლი აღმოაჩინეს [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%96%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network