პარასკევი, მაისი 1, 2026
Google search engine
მთავარიგანათლება„ცოცხალი რომ იყოს, მივიდოდი და ამას ვეტყოდი... – ნუცა კუხიანიძე ლევანის უკანასკნელ...

„ცოცხალი რომ იყოს, მივიდოდი და ამას ვეტყოდი… – ნუცა კუხიანიძე ლევანის უკანასკნელ შეხვედრასა და მისი დაღუპვით მიღებულ პირველ შოკზე

იშვიათი გარეგნობის ლევანი ყველას მეხსიერებაში მუდამ 29 წლის, ოქროსფერთმიან, ნათელ ახალგაზრდად დარჩა, მომნუსხველი ღიმილით. არადა, დღეს, 22 მაისს 60 წლის გახდებოდა…

გიო მგელაძის ფილმის გადაღების დროს წავიდა აფხაზეთის ომში. “არა, მეგობაროში” მთავარ როლს ასრულებდა. და 1992 წლის 7 სექტემბერს სოხუმში ტრაგიკულად დაიღუპა.

მოგვიანებით მსახიობის დედა იხსენებდა.

“საოცარი ინტუიცია მაქვს. ომი რომ დაიწყო შეშლილივით ვიყავი, მეგონა, რომ ლევანი ფრონტზე წავიდა. მივედი კინოსტუდიაში, გავიგე, რომ ნამდვილად გადაღებებზე იყო ბათუმში, დავმშვიდდი. იმხანად სამ ფილმში იღებდნენ ერთდროულად, მაგრამ ვიცოდი შინ არ გაჩერდებოდა.

4 სექტემბერს ბათუმიდან ჩამოვიდა თბილისში და გამომიცხადა: ” დედა მე მივდივარ სოხუმში! ” გავშეშდი. იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? – ვერაფერი ვუპასუხე. ვიცოდი ჩემი პროტესტი უშედეგო და უადგილო იქნებოდა…” – იხსენებს მანანა ხიდაშელი, ლევანის დედა.

“არა, მეგობაროში” 9 წლის ნუცა კუხიანიძე თამაშობს. მას გადაღებების დროს, ლევანის მიმართ, თავისი ბავშვური გრძნობები გასჩენია.

ნუცა “პრაიმტაიმთან” თავის პირველ სიყვარულს იხსენებს.

ნუცა კუხიანიძე: – ლევან აბაშიძესთან მიმართებაში დროის აღქმა დაკაგული მაქვს, ლევანი მეხსიერებაში სულ არის. მან ჩემ ცხოვრებაში დიდი რამ განაპირობა. მკაფიო გზა გამოკვეთა.

პირველად რომ ვნახე, მახსოვს, მისმა აურამ იქონია დიდი გავლენა. 9 წლის ვიყავი. უშუალო შეხვედრა იყო.

სანამ გადაღება დაიწყებოდა, გიო მგელაძემ ლევანის გასაცნობად მასთან სახლში მიმიყვანა. ეზოში რომ შევედით, სახლამდე მწვანე ხეივანი ჰქონდა. ლამაზი ადგილი იყო და ჯერ ამით მოვიხიბლე.

ლევანი ახალგაღვიძებული, თმააჩეჩილი გამოვიდა. თავისი ოქროსფერი თმით და შორტით, მწვანე “მაიკით.” გამოანათა, გამიცინა და ჩამეხუტა.

უცებ ულამაზესი ადამიანი დავინახე. მერე დავმეგობრდით, როგორც შეიძლებოდა 29 წლის მამაკაცსა და 9 წლის გოგონას ემეგობრა.

გადაღებების გამო თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა ლევანთან. მერე, ომში წასვლამდე ჩემს აგარაკზე ამოვიდა, ახალდაბაში. როგორც “არა, მეგობაროში” გამოიყურება ზუსტად ისე, თეთრი “საროჩკით” და ლურჯი ჯინსით.

READ  ზონდმა მარსის გიგანტური ვულკანი გადაიღო, რომელიც ღრუბლებს ზემოდან გადაჰყურებს

ეს თურმე ბოლო შეხვედრა იყო მასთან. მახსოვს, რაღაცაზე ბავშვურად გავებუტე და ოთახში შევედი. ლევანი უკვე მიდიოდა, მე არ გამოვდიოდი ჩემი ოთახიდან და ხის ჟალუზიდან ვუთვალთვალებდი.

პოზიციას არ ვთმობდი, არ გავდიოდი მასთან, ხასიათიანი ბავშვი ვიყავი. ის მიდიოდა და შორიდან ხელს მიქნევდა. ეს იყო ბოლო კადრი. თურმე ხელის დაქნევით საბოლოოდ დამემშვიდობა. ორ კვირაში დაიღუპა.

ლევანის დაღუპვა ჩემთვის პირველი სიყვარულის მოტანილი პირველი შოკი იყო. არ ვიცოდი, რას ნიშნავს გარდაცვალება. პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამის აღქმა. მახსოვს, რომ ძალიან განვიცადე.

სიყვარული იყო, აბა, რა იყო? ამდენი ხანი რომ მაქვს მეხსიერებაში დარჩენილი… მხოლოდ სიყვარულს შეუძლია უკვდავებაში გადავიდეს.

ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ჩემთვის ახლობლად დარჩებოდა ბოლომდე. ეგეთ ადამიანებს ასაკი ვერ ცვლის. პირველი შთაბეჭდილება დღემდე გამომყვებოდა. დიდი მეგობარი იქნებოდა. ხშირად მიფიქრია, ლევანი რომ ცოცხალი იყოს, მივიდოდი და ამას ვეტყოდი-მეთქი.

ახლობელ ადამიანებს ვერც დრო და გარდაცვალება ვერ ცვლის. ადამიანები რომ მიდიან, ის ენერგია და შინაგანი სამყარო გრჩება, რაც მათგან გვახსოვს. მეხსიერებაში სამუდამოდ იბეჭდებიან…

დიდი მადლობა, რომ ლევანი გამახსენებინეთ…

 

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.