მეცნიერებმა რომაული გზების ციფრული რუკა შექმნეს

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მეცნიერებმა რომაული გზების მთელი სისტემის დეტალური ციფრული რეკონსტრუქცია შექმნეს. გზების საერთო სიგრძე 300 ათას კილომეტრს შეადგენს. ქსელი 50%-ით უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე სპეციალისტებს აქამდე ეგონათ. კვლევა ჟურნალში Scientific Data გამოქვეყნდა.

პროექტი ჩვენი წელთაღრიცხვით 150 წელს არსებულ მარშრუტებს მოიცავს. რუკის შექმნაზე ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობდნენ. მკვლევრებმა გამოიყენეს რომაული რუკების ისტორიული ასლებისა და 8 ათასზე მეტი მილიარიუმის (მანძილის აღმნიშვნელი სვეტი) მონაცემები. ძველი საკომუნიკაციო გზების კვალის გამოსავლენად, მათ დამატებით შეისწავლეს გვიანი ისტორიული რუკები, აეროფოტოგადაღება და თანამედროვე სატელიტური სურათები.

მონაკვეთებზე, სადაც გზების ფიზიკური კვალი არ იყო შემორჩენილი, მეცნიერებმა მილიარიუმები და სხვა არქეოლოგიური მტკიცებულებები ცნობილი მილის სვეტები შეაერთეს. ამგვარად, მათ რელიეფის თავისებურებების გათვალისწინებით ყველაზე სავარაუდო მარშრუტები გაიყვანეს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

კვლევის თანახმად, კარგად შესწავლილი და ზუსტად დოკუმენტირებული გზების რაოდენობა 3%-ზე ნაკლებია. დაახლოებით 90%-ს „სავარაუდო ქსელები“ შეადგენს, რომლებიც დასახლებების, სვეტებისა და სხვა არქეოლოგიური აღმოჩენების მდებარეობაზეა დაფუძნებული. დარჩენილი ნაწილი არის „ჰიპოთეტური გზები“, რომლებიც, როგორც მიიჩნევა, ძველ ქალაქებს აერთიანებდნენ. მათი არსებობის მატერიალური მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ციფრული რუკა არქეოლოგებს საშუალებას მისცემს, უფრო ზუსტად გამოთვალონ რომის ეპოქაში მოგზაურობის დრო, რაც მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და სამხედრო კამპანიების ორგანიზების შესასწავლად.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. მეცნიერებმა რომაული გზების ციფრული რუკა შექმნეს [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%94%e1%83%91/
sheniganatleba.ge
READ  The Economist-ის დაშიფრული რებუსი: რა ელის სამყაროს 2025 წელს?
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network