კვირა, მაისი 24, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებაბრძოლა განათლებისთვის, თალიბანის წინააღმდეგ – ყველაზე ახალგაზრდა ნობელიანტის ისტორია

ბრძოლა განათლებისთვის, თალიბანის წინააღმდეგ – ყველაზე ახალგაზრდა ნობელიანტის ისტორია

მალალა იუსაფზაი 1997 წლის 12 ივლისს პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ხაიბერ-პახტუნხვის პროვინციაში, სვატის რაიონში, საშუალო კლასის ოჯახში დაიბადა. იგი ზიაუდინ იუსაფზაისა და ტორ პეკაი იუსაფზაის შვილია. მამამისი პოეტი და განათლების აქტივისტი გახლავთ. გოგონას მშობლები სუნიტები არიან, ეთნიკურად კი, პუშტუნების ეროვნულ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ოჯახს არ ჰქონდა საკმარისი ფული იმისათვის, რომ დედას საავადმყოფოში ემშობიარა, ამიტომ მალალა, მეზობლების დახმარებით, სახლში დაიბადა. მას სახელი ცნობილი პუშტუნი პოეტისა და სამხრეთ ავღანელი მეომარი ქალის, მალალა მაივანდელის პატივსაცემად დაარქვეს. მალალა ქალაქ მინგორაში თავის ორ უმცროს ძმასთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.

მცირე ასაკიდანვე მალალა გატაცებული იყო სწავლით, რაშიც მამამისს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდა. ამ პერიოდში სვატის რაიონში ცხოვრება სულ უფრო საშიში ხდებოდა. 2007 წელს თალიბანმა რეგიონი აიღო. მათ დააწესეს მკაცრი შარიათის კანონი და აიკრძალა ბევრი რამ, რაც მათ არაისლამურად მიაჩნდათ, მათ შორის, მუსიკა, ტელევიზია და, რაც ყველაზე მთავარია, გოგონების განათლება. საფრთხის მიუხედავად, მალალა განაგრძობდა სკოლაში სწავლას და საჯაროდ გამოდიოდა თალიბანის მჩაგვრელი წესების წინააღმდეგ.

სულ რაღაც 11 წლის ასაკში მალალამ დაიწყო ანონიმური ბლოგის წერა BBC-ისთვის, მეტსახელით – Gul Makai. თავის ბლოგში მან დეტალურად აღწერა ცხოვრება თალიბანის მმართველობის ქვეშ და საკუთარი აზრი გამოხატა გოგონებისთვის განათლების მნიშვნელობაზე. მისი ნაწერი იყო მძაფრი და მამაცური, რაც გარე სამყაროს სვატის რაიონში არსებულ უხეშ რეალობას აჩვენებდა. ბოლოს მისმა სიტყვებმა თალიბების ყურადღებაც მიიპყრო.

ბრძოლა განათლებისთვის, თალიბანის წინააღმდეგ – ყველაზე ახალგაზრდა ნობელიანტის ისტორია | შენი განათლება

2012 წლის 9 ოქტომბერს მომხდარმა თავდასხმამ მალალას ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. როცა ის სკოლიდან სახლში ავტობუსით ბრუნდებოდა, ავტობუსში თალიბანის შეიარაღებული ჯარისკაცი ავიდა და იკითხა: „რომელი ხართ მალალა?“ სანამ ვინმე უპასუხებდა, მან მალალას თავში ესროლა. 15 წლის გოგონა მძიმედ დაიჭრა, თუმცა, საბედნიეროდ, გადარჩა. თავდასხმამ შოკში ჩააგდო მსოფლიო და თალიბების სისასტიკის წინააღმდეგ პროტესტის ტალღაც ააგორა.

მალალა სამკურნალოდ გაერთიანებულ სამეფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, შემდეგ კი, გამოჯანმრთელების ხანგრძლივი და რთული პროცესი დაიწყო. მიუხედავად გადატანილი ტრავმისა, მალალა არჩეულ გზაზე უარს არ ამბობდა მტკიცედ სჯეროდა, რომ ყველა გოგონას აქვს განათლების უფლება. მალალა გამძლეობისა და გამბედაობის საერთაშორისო სიმბოლო გახდა, რომელმაც  მილიონობით გოგონას სახელით დაიწყო საუბარი. 2013 წელს მან დაწერა მემუარები – „მე ვარ მალალა“, რომელიც ბესტსელერი გახდა და მისი ისტორია კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას მიაწოდა.

READ  ინფორმაცია შობის მარხვასთან დაკავშირებით

2014 წელს, 17 წლის ასაკში, მალალა ნობელის მშვიდობის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა. მან პრიზი კაილაშ სატიართთან, ბავშვთა უფლებების ინდოელ აქტივისტთან გაიზიარა. ცერემონიაზე გამოსვლისას მალალამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯილდო მხოლოდ მისი კი არ არა, ყველა იმ ბავშვისაა, ვინც ძალადობის გამო გაჩუმდა.

ბრძოლა განათლებისთვის, თალიბანის წინააღმდეგ – ყველაზე ახალგაზრდა ნობელიანტის ისტორია | შენი განათლება

გოგონა დღესაც განაგრძობს ბრძოლას განათლებისა და ქალთა უფლებებისთვის, თუმცა ამჯერად ამას ორგანიზაცია Malala Fund-ის მეშვეობით აკეთებს, რომელიც მან მამასთან ერთად დააარსა. მალალას ფონდი ინვესტირებას ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებული აქცენტით რეგიონებზე, სადაც გოგონები განათლების მისაღებად მნიშვნელოვან ბარიერებს აწყდებიან. მალალა, ასევე, ატარებს კამპანიას ლტოლვილების და სხვა დაუცველი ჯგუფების უფლებებისთვის. ის საკუთარ პლატფორმას მათი ხმის გასაძლიერებლად იყენებს.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.