შემდეგი სასწავლო წლიდან ტესტურ რეჟიმში, ყველა საჯარო სკოლაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახები ფორმებთან დაკავშირებით სახელმწიფო მხარდაჭერას მიიღებენ
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტესტურ რეჟიმში შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით დაწყებით ეტაპზე სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ამასთანავე, ვითვალისწინებთ სოციალურ დაუცველ ოჯახებს. ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შეფასებული 60 000 ქულით ან ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიქანაძემ.
ასევე ნახეთ:
რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ
როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად
ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


