რომელი გვარები ჩამოვიდნენ რეგიონებიდან თბილისში მე-19 საუკუნეში

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მრავალეროვანი თბილისის წარსულზე, მის ყოფა-ცხოვრებაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა. თავის ჩანაწერებში საინტერესო ეპიზოდებს უცხოელი მოგზაურებიც აკეთებდნენ.

თბილისის ეთნიკურ შემადგენლობას ახასიათებდა გაზეთი “კავკაზი” – “ხალხი მოძრაობს, ფუსფუსებს, ერთმანეთში ირევა – კოსტიუმები, სახეები და მორთულობანი. ქართველი, სპარსელი, ოსი, ლეკი… ჩოხები, ჩერქეზები, ჩალმები, ნაბდები, სწრაფად ელავენ თქვენს თვალწინ და ვერც კი ასწრებ გამვლელთა დათვალიერებას. აი, ქალაქის გარეუბნიდან მოსული ქალები კარაქით, ერბოთი, ლორითა და რძით… აი, ქართველები, ებრალები, ფართლითა და ქალთა ხელსაქმის, ტუალეტის საწვრილმანოთა დამტარებელნი”…

პლატონ ზუბოვი კი ასე აღწერს: “ეროვნულ ტანისამოსში, მუნდირებსა და ფრაკებში გამოწყობილი ოსმალები, ინდოელები, თათრები, გერმანელები, ინგლისელები, მთიელები, სომხები, ქართველები და სხვანი…

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ევროპული ეტლები, გერმანული ფორშპანები, ქართული ურმები, საპალნიანი კამეჩები, ხარები, აქლემები, სახედრები – ყოველივე, ყოველ წუთს განუწყვეტელ პანორამად იშლება თვალწინ და ორიგინალურ სურათს იძლევა”.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

სხვადასხვა ერის ადამიანი თბილისში იმთავითვე შეეთვისა ერთმანეთს, რასაც თავად ქალაქის კეთილგანწყობა და ქართველების სტუმართმოყვარე ბუნება განსაზღვრავდა, თუმცა ალბათ საინტერესოა, საიდან და როგორ მოხდა თბილისის მოსახლეობის ასეთი ეთნიკური აჭრელება.

პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი აღნიშნავს, რომ თბილისის მოსახლეობის როგორც რაოდენობრივი, ისე პროცენტული ზრდა XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო.

– თბილისის მოსახლეობა, ქალაქის დაარსებიდანვე ქართული იყო, როდიდან დაიწყო სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის შემოდინება?

– ეს პროცესი ნელ-ნელა და თანდათან დაიწყო, თუმცა მნიშვნელოვანი ძვრები ამ მიმართულებით არაბთა ბატონობის დამყარებამ (VII საუკუნეში 50-იანი წლები) გამოიწვია. განსაკუთრებით კი თბილისის საამიროს შექმნამ (VIII საუკუნის 30-იან წლები), როცა სანაპირო დამცველი შეიარაღებული რაზმების ჩამოყალიბება დაიწყო. არაბული ტომების მაჰმადიანთა ვაჭარ-ხელოსანთა რიცხვმაც მოიმატა. მაჰმადიანური მოსახლეობის გაჩენას, მეჩეთის აგებაც მოჰყვა.

XII-XIII საუკუნის ცნობილი ვენეციელი ვაჭარი და მოგზაური მარკო პოლო წერდა: “თბილისში ცხოვრობენ ქრისტიანი ქართველები და სომხები, ასევე მაჰმადიანები და ებრაელები, მაგრამ ისინი ცოტანი არიან“. მომდევნო პერიოდში ებრაელები დოკუმენტებში არ არიან მოხსენიებული, რადგანაც იმდროინდელ თბილისში მათი რაოდენობა შემცირებულია. ებრაელების რაოდენობა შეზღუდეს XVII საუკუნის შუა ხანებიდან თბილისში ჩამოსახლებულმა სომხებმა, მათვე შეზღუდეს ებრაელების ვაჭრობა, ხელოსნობის სფერო. ებრაელობა იძულებული გახდა, სამოქმედო ასპარეზი საქართველოს პატარა ქალაქებში გადაეტანა… სრულად

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

ასევე ნახეთ:

READ  შექმნეს მკურნალობის ახალი მეთოდი, რომელიც ინსულტის შემდეგ თავის ტვინს იცავს

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

📍 თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. რომელი გვარები ჩამოვიდნენ რეგიონებიდან თბილისში მე-19 საუკუნეში [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%9c%e1%83%94/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network