ტარიელ ხარხელაურს სიმონიანთხევში, თიანეთში რომ მარტოს ეცხოვრა და მუზებს თავის ნებაზე გამასპინძლებოდა, ამაში ხელი ცოლმა შეუწყო; უფრო სწორი იქნება გვეთქვა, მისმა თანამგზავრმა და საყრდენმა – მარინა ხარხელაურმა. მისი წყალობითაა ასე კარგად რომ ვიცნობთ პოეტს. ფურცლის ნაგლეჯებზე მიწერილი ლექსებიც მან შეკრიბა და კრებულებად აკინძა. ქმარს ცხვარში წასვლის თავისუფლება მიანიჭა, პოეტად ცხოვრების “უდარდელობა” მისცა და კარიბჭედ აეფარა…
“საერთოდ ლექსებს ნაგლეჯებზე ვწერდი. ჩემი ცოლი ნაგლეჯებზე მიწერილ გადაყრილ ლექსებს აგროვებდა… კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძეს აგარაკი ჰქონდა სიმონიანთხევში, ჩემს სოფელში. სწორედ მისი და ჩემი ცოლის წყალობით გავხდი პოეტი. ასე შემიყვანეს პოეზიაში. იქნებ “დანაშაულიც” ჩაიდინეს.
გულწრფელად ვამბობ, რაც ჩემთვის ჩემმა ცოლმა გააკეთა, ვერც ერთი ქალი ამას ვერ გააკეთებდა. გამათავისუფლა ყველაფრისგან, რაც ოჯახს სჭირდება. საზრუნავი თავის თავზე აიღო. როცა უფლის გზაზე ხარ, გიმართლებს.
ჩემი მუზა მხოლოდ ჩემი მეუღლეა. ცვალებადი არ უნდა იყო. მარადიულ სახედ ერთი ქალი უნდა შექმნა. ყველა ლირიკული ლექსი მისადმი მაქვს მიძღვნილი” – ამბობს ტარიელი. მუზა კი ფურცელზე ასეთი სახით გადმოდის.
“ჩემო წუხილო და სალოცავო, ჭერი ვერ დაგხურე ვარსკვლავების,
მუხაზე მიამბობდი – ჩამოწვაო, ჩემი საწამებლით გაწამებდი.
ვწუხვარ – ტკივილისთვის გაგიმეტე, დიდი უსაშველო ტკივილისთვის,
იქნებ დავიხარჯე უფრო მეტად, ობლად ამოზრდილი გვირილისთვის…”
ორიოდ კვირაში იუბილარია, 80 წლის ხდება. გიორგი ფარეშიშვილის, მისი შვილობილის თაოსნობით, პოეტის საიუბილეო ღონისძიებების სერია, რუსთაველის თეატრიდან დაიწყება.
ჩვენი დროის ყველაზე მართალ და გულწრფელ პოეტს 142-ე სკოლაში შევხვდით. მოსწავლეებმა საღამო მოუწყეს. დადებითმა ემოციებმა პირთამდე აავსო ძვირფასი სტუმარი.
“ზმნასთან” საუბარი პოეტმა ამ სიტყვებით დაიწყო:
ტარიელ ხარხელაური: მე მკითხველთან ვალში ვარ; მათგან იმაზე მეტ სიყვარულს ვიღებ, ვიდრე მეკუთვნის. რომ არა თქვენ, ადამიანებო, მე არავინ ვიქნებოდი. ტარიელ ხარხელაური, როგორც პიროვნება, თქვენ შექმენით. თორემ შეიძლება მას ისე გაევლო თავისი წუთისოფელი, არავის შეემჩნია. მაგრამ მკითხველი დახვდა. ის მზად იყო ტარიელ ხარხელაურის მისაღებად.
1976 წელს, პირველად რომ დავიბეჭდე, 30 წლის ვიყავი. იქიდან მოყოლებული ჩემი წუთისოფლის საგზალი ხალხის ჩემდამი სიყვარულია, ჩემი მკითხველის და ჩემი ოჯახის სიყვარულია…
– ბატონო ტარიელ, ახალი თაობა დიდი სიყვარულით კითხულობს თქვენს ლექსებს. არადა, თქვენი შემოქმედება ბავშვისთვის იოლი წასაკითხი არ არის. რა ხიბლავთ მასში, როგორ გგონიათ?
– სხვა თაობა მოდის, სხვა ღირებულებების მატარებელი თაობა. სხვანაირად ფიქრობენ… განაგრძეთ კითხვა
ასევე ნახეთ:
როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად
ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkim


