ავსტრალიაში 16 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობა აეკრძალათ

SheniGanatleba.ge
0 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ავსტრალიაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც 16 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობას უკრძალავს.

მომხმარებელთა ასაკის გადასამოწმებლად შესაბამისი ზომები გატარება დაევალა ისეთ პლატფორმებს, როგორებიცაა Instagram-ი, Facebook-ი, Threads-ი, X-ი, Snapchat-ი, Kick-ი, Twitch-ი, TikTok-ი, Reddit-ი და YouTube-ი.

ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ აკრძალვის მიზანი ახალგაზრდების მავნე კონტენტისგან დაცვაა, თუმცა კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამან შესაძლოა მოწყვლადი თინეიჯერების იზოლაცია გამოიწვიოს და ბავშვებს ინტერნეტის ნაკლებად რეგულირებადი კუთხეების ათვისებისკენ უბიძგოს.

READ  მიხაილოვის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის