ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს, სადაც ჯვრის ტარების მნიშვნელობაზე წერს: „კითხვა: რამდენად აუცილებელია ჯვრის ტარება?
პასუხი:
– სად მიუჩინა კაცობრიობამ ადგილი მაცხოვარს?! – ჯვარზე;
– საიდან გამომიტანა გამამართლებელი განაჩენი – „მამაო, მიუტევე, რამეთუ არ იციან რას აკეთებენ“? – ჯვრიდან;
– საიდან დამანახა, რომ ძალიან, ძალიან ვუყვარვარ?! – ჯვრიდან;
– სად გამოჩნდა ჩემი უსინდისობა, რომ საკუთარი თავი დავინახო – ვინ ვარ მე?!
– როცა ღმერთი ჯვარზე ავიყვანე, აქაც ჯვარი…
– სად ჩნდება, რომ მე შემიძლია გავხდე ღმერთის ძმა, სადამდე უნდა ვუერთგულო მას?! – ჯვარი…
და ეს სია შემიძლია გავაგრძელო და გავაგრძელო… ა.შ და ა.შ…
და რა, არ გავიკეთო ჯვარი?! რატომ არ უნდა გავიკეთო?!
ეს ზნეობრივი მხარე და ახლა მისტიკა
ნახეთ: – ჯვარი ჩვენთვის არის ძალა ღმრთისა(კორ 1:23-24); – ჯვარი არის ქრისტეს ნიშანი(მათე 24:30)
– და ეკლესიის ისტორიული გამოცდილება – ჯვრის როგორ ეშინია ბოროტ ძალას… დამთავრდა! კიდევ გამოვიძიოთ?!“, – წერს თეოდორე გიგნაძე.
ასევე ნახეთ:
როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად
ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkim


