ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებაგანათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში

განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით, ცვლილება შევიდა მთავრობის დადგენილებაში, რომელიც განსაზღვრავს იმ საქმიანობებსა და ფუნქციებს, რომელთა განმახორციელებელ/შემსრულებელ პირებსაც უფლება აქვთ, შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში, აგრეთვე იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა საჯარო დაწესებულებებში.

მათ შორის განათლების სფეროს ჩამონათვალს დაემატა შემდეგი საქმიანობის განმახორციელებელი პირებიც:

ლოგოპედი/კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი − სპეციალური მეთოდების საშუალებით მეტყველების ნაკლის გამოსწორება; კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სირთულეებისა და დარღვევების იდენტიფიცირება, შეფასება, ინტერვენციის გეგმის შედგენა/განხორციელება; კონსულტირება, ინკლუზიური პრაქტიკის ხელშეწყობა.

იმ საქმიანობების/ფუნქციების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განმახორციელებელ/შემსრულებელ პირებსაც უფლება აქვთ, შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში, აგრეთვე იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა საჯარო დაწესებულებებში:

ჩამონათვალი – განათლების სფერო

ა) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი − უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტი − საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის შეფასება;

გ) ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი − ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება;

დ) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი − საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;

ვ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი − პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;

ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;

თ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი − პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;

ი) სააპელაციო საბჭოს წევრი − სააპელაციო საჩივრებზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;

READ  დღეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება

კ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმძღვანელოს რეცენზენტი/ტექნიკური რეცენზენტი − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირების პროცესის ფარგლებში, მაკეტის შინაარსობრივი რეცენზირება, მაკეტის შესაბამისობის დადგენა და შეფასება;

ლ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დასაქმებული აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგი − სააღმზრდელო ფუნქციების განხორციელება; სააღმზრდელო-პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება;

მ) ადრეული, სკოლამდელი აღზრდისა და არაფორმალური განათლების დაწესებულებაში დასაქმებული აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგი − სააღმზრდელო პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება; ინტერესების მიხედვით შექმნილ წრეებსა და კლუბებში არაფორმალური განათლების სასწავლო პროცესის წარმართვა;

ნ) ტესტების/საგამოცდო მასალების შემქმნელი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და შესაბამის სტანდარტებზე დაყრდნობით, ტესტის კრიტერიუმების, სპეციფიკაციებისა და ფორმატის შემუშავება; ტესტური დავალებების შექმნა; ტესტირების ფსიქომეტრული ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, ტესტური დავალებების რედაქტირება; ტესტების შეფასების სქემის შემუშავება; საინფორმაციო კრებულებისთვის მასალების მომზადება;

ო) საგამოცდო პროცესის მეთვალყურე − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ საგამოცდო სექტორში გამოცდის/ ტესტირების/კონკურსის დროს წესრიგის დაცვა; გამოცდის/ტესტირების /კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა; ინსტრუქციების შესაბამისად, საგამოცდო პროცესის მონიტორინგის განხორციელება; საგამოცდო სექტორში შესაბამისი დოკუმენტების, სექტორის უწყისების შევსება; გამოცდაში/ ტესტირებაში/კონკურსში მონაწილე კონკურსანტებისთვის ინსტრუქტაჟის მიცემა;

პ) საგამოცდო პროცესის რეგისტრატორი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ საგამოცდო ცენტრის მომზადება; საგამოცდო ცენტრის მეთვალყურე-კურატორთა და გამოცდაში/ტესტირებაში /კონკურსში მონაწილე კონკურსანტთა რეგისტრაცია; კონკურსანტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების შემოწმება; საგამოცდო ცენტრის მეთვალყურეთა/კურატორთა ჩანაცვლება;

ჟ) ბრაილის ოპერატორი; ბრაილის კორექტორი; ბრაილის ტესტების რედაქტორი; ბრაილის ექსპერტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, უსინათლო კონკურსანტთათვის სპეციალურ ხმოვან პროგრამაზე/ბრაილზე საგამოცდო ტესტების/პასუხების ფურცლებისა და სხვა მასალების გადაყვანა და რედაქტირება; საგამოცდო ტესტების/პასუხების ფურცლებისა და სხვა მასალების კორექტირება და ექსპერტიზის განხორციელება;

რ) გამსწორებელი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, გამოცდაში/ტესტირებაში/ კონკურსში მონაწილე კონკურსანტთა ნაშრომების გასწორება და შეფასება;

ს) ტესტური დავალების ლაპარაკის ნაწილის შერჩევის სპეციალისტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, ტესტების მოსმენის დავალებების ჩაწერა; საგამოცდო აუდიოფაილების მონტაჟი (პაუზები, ხმაურისგან გაწმენდა, ინსტრუქციების სტანდარტიზაცია, ხმის ტემბრის რეგულირება, ხარისხის უზრუნველყოფა); მოსმენის დავალებების აუდიოფაილების მომზადება და დაარქივება; ლაპარაკის დავალებების შერჩევა;

READ  „საოცარი თაობა მოდის!“ – საბა ადამაშვილმა მსმენელი კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა

ტ) ზეპირგამომცდელი (KET, PET, CAE, YLE და FCE გამოცდები) − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე სერტიფიცირებული პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, გამოცდებში მონაწილეთათვის ზეპირი გამოცდის ჩატარება და მათი ცოდნის შეფასება;

უ) განათლების ექსპერტი: პროფესიული განათლების ექსპერტი/ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი/დარგობრივი/მეთოდოლოგიური ექსპერტი, კვალიფიკაციების შემუშავებაში/განვითარებაში ჩართული დარგის ექსპერტები და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის სპეციალისტები − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირის მიერ, პროფესიული განათლების სისტემის ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფა, პროგრამის განვითარება, სასწავლო პროცესის წარმართვა, შეფასების წარმართვა, პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავების მეთოდოლოგიის შექმნა; შესაძლებლობების განვითარების აქტივობებში მონაწილეობა; საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, მასწავლებლებისათვის, პროფესიული სტუდენტებისათვის სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების − დარგობრივი სახელმძღვანელოების, გზამკვლევების მომზადება; განათლების სისტემის ეფექტიანი მართვისათვის, სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში, ანალიტიკური დოკუმენტების, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ან/და ექსპერტული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

ფ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი − შესაბამისი გადამზადების მქონე პირის მიერ მცირეკონტინგენტიან სკოლებში სკოლის მანდატურის ფუნქციების შესრულება;

ქ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების შემქმნელი − შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირის მიერ სასკოლო სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების შექმნა, დაკაბადონება, რედაქტირება;

ღ) პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი − პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამებისა და სერვისების გაცნობა, სამიზნე ჯგუფის ინფორმირების მიზნით; პროფესიული სტუდენტებისათვის/მსმენელებისათვის კარიერის დაგეგმვაში, სამუშაოს მოძიებასა და დასაქმებაში დახმარების გაწევა;

ყ) ინკლუზიური განათლების სპეციალისტი − დაინტერესებული პირისათვის საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება, პროფესიის მოსინჯვა, სასწავლო გეგმის ადაპტირება, სწავლის შედეგების მიღწევაში მხარდაჭერა, სასწავლო პროცესში მხარდაჭერა;

შ) საგანმანათლებლო სფეროში სოციალური მუშაკი − სოციალური მუშაობის მომსახურების გაწევა, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლებისთვის მომსახურების მიწოდება; საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მასწავლებლების ინფორმირება და კონსულტირება, პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში; საგანმანათლებლო დაწესებულების ქცევითი და ემოციური სირთულეების მქონე მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების დირექციასა და მასწავლებლებთან სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება;

READ  ჩინეთის მავალმა შორეულ წარსულში მარსზე არსებული ოკეანის კვალს მიაგნო

ჩ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური − საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

ც) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი (მათ შორის, სპეციალიზებული საკონსულტაციო მიმართულებითა და ქცევის სირთულეების მიმართულებით) − მოსწავლის/პირის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება და პირის/მოსწავლის მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;

ძ) საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორი − ადგილობრივი და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში შექმნილი მრავალდისციპლინარული გუნდის ხელმძღვანელობა და საქმიანობის კოორდინაცია; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროგრამ(ებ)ის მიმდინარეობის, განხორციელების გეგმებისა და ვადების შესრულების მონიტორინგი;

წ) პროფესიული ზედამხედველი (ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების, ფსიქოლოგიური, სოციალური მუშაობის მიმართულებით) − პროფესიული ზედამხედველობის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალისტების საქმიანობისა და მათზე დაკისრებული სამუშაოს განსაზღვრულ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა; მომსახურების მიწოდების საუკეთესო და ერთიანი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა; პროფესიული ზედამხედველობის ფარგლებში, ვიზიტების განხორციელება და დაკვირვება სპეციალისტის სამუშაო გარემოში; სპეციალისტების პროფესიული და პრაქტიკული უნარების შეფასება, მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მხარდაჭერის აღმოჩენა; პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სპეციალისტებისთვის პროფესიული მხარდაჭერის გაწევა.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.