„ბავშვი პირველ კლასში არ ვითარდება წრეებით, ის ვითარდება სტაბილური გარემოთი, თამაშით…“

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, თინათინ გობაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „დღის ბოლოს ბავშვის ნერვული სისტემა დაღლილია და როცა ამას ემატება 2–3 წრე, ბავშვი გადადის ემოციურ გადახურებაში“.

მისი თქმით, მშობელთა ნაწილის მოსაზრება, რომ „სხვადასხვა წრეებზე ვატარებ ჩემ შვილს, არ მინდა დრო ფუჭად გაფლანგოს“- მცდარია.

სპეციალისტის თქმით, სწავლაზე ფოკუსი ქვეითდება, ინფორმაცია უფრო რთულად მუშავდება, გონება სწრაფად იღლება, ჩნდება სწავლისადმი ნეგატიური დამოკიდებულება:

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„პირველკლასელისთვის სკოლა უკვე დიდი ემოციური დატვირთვაა: ახალი გარემო, მასწავლებელი, წესები, სოციალური ნორმები, მუდმივი კონცენტრაცია 3-4 საათის განმავლობაში.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

დღის ბოლოს ბავშვის ნერვული სისტემა სრულიად დაღლილია და როცა ამას ემატება 2–3 წრე, ბავშვი გადადის ემოციურ გადახურებაში.

მერე ამას მოჰყვება:
გაღიზიანება, ხშირი ჭირვეულობა, ტირილი, მოულოდნელი აფეთქებები, უყურადღებობა, საჭიროებებზე გადაჭარბებული რეაქცია. როცა ბავშვს არ რჩება თავისუფალი დრო თამაშისთვის და დიდი დატვირთვა აქვს,
ამ დროს:სწავლაზე ფოკუსი ქვეითდება, ინფორმაცია უფრო რთულად მუშავდება, გონება სწრაფად იღლება, ჩნდება სწავლისადმი ნეგატიური დამოკიდებულება.

პირველკლასელ ბავშვს სჭირდება: ✔︎ სახლში მშვიდი გარემო, ✔︎ თავისუფალი თამაშის დრო, ✔︎ დედასთან/მამასთან ხარისხიანი დრო, ✔︎ დაცულობის განცდა. საკუთარი თავისადმი წაყენებული ბევრი მოთხოვნები, ბავშვში იწვევს დაძაბულობასა და სტრესს.

ბავშვი ცდილობს ყველა წრეში კარგი შედეგები აჩვენოს, იყოს „კარგი ბავშვი“ ეს ზრდის შეცდომის დაშვების შიშს.
ამან შეიძლება გამოიწვიოს: პერფექციონიზმი, შეცდომის დაშვებაზე მაღალი შიში, თვითშეფასების დაქვეითება, სხვის შეფასებაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება. გადატვირთული გრაფიკის მქონე პირველკლასელებს აღენიშნებათ:

დაძინების სირთულე, ღამის გაღვიძებები, დილის დაღლილობა, რადგან ნერვული სისტემა ვერ ასწრებს დამშვიდებას. ხდება იდენტობის ფორმირების შეფერხება. ბავშვს სჭირდება დრო, რომ გაიგოს: რა
მოსწონს, რა არ მოსწონს, რაზე სურს ფოკუსი.

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

რა არის რეკომენდებული დატვირთვა პირველკლასელისთვის?მაქსიმუმ 1-2 წრე და ისიც კვირაში 2–3-ჯერ შესაფერისი დროით, ბავშვის ენერგიის გათვალისწინებით.ბავშვი პირველ კლასში არ ვითარდება წრეებით, ის ვითარდება სტაბილური გარემოთი, თამაშით, რუტინით, ემოციური უსაფრთხოებით და დასვენებით“, – წერს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, თინათინ გობაძე.

READ  შემოდგომის ჰოროსკოპი - ვის და როდის ელის მნიშვნელოვანი ცვლილებები

ასევე ნახეთ:

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. „ბავშვი პირველ კლასში არ ვითარდება წრეებით, ის ვითარდება სტაბილური გარემოთი, თამაშით…“ [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a0/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network