სამშაბათი, აპრილი 21, 2026
Google search engine
მთავარიინტერვიუ„დედას ვუვლიდი და ქმარი დავკარგე“- სევდიანი ისტორია

„დედას ვუვლიდი და ქმარი დავკარგე“- სევდიანი ისტორია

რესპონდენტი, რომელიც პირად ცხოვრებაზე გულწრფელად ჰყვება, ბევრს დააფიქრებს. ალბათ ბევრი საკუთარ თავს დაინახავს, ბევრს გული დაწყდება და გაამხნევებს კიდეც ახალგაზრდა ქალს. საქმე ისაა, რომ აქ ორ სიყვარულს შორის ჭიდილია, მშობელსა და ქმარს შორის. სამწუხაროდ ამ ურთიერთობაში ჩვენმა რესპონდენტმა ოქროს შუალედი ვერ იპოვა და შედეგიც სამწუხარო დადგა.

აი რას ჰყვება ის: „ადამიანი ბევრ შეცდომას უშვებს და იშვიათად თუ ეძლევა შესაძლებლობა, გამოასწოროს. თუმცა არის კიდევ ერთი რამ: იცი, შენს იმ ნაბიჯს ყველაფრის არევა მოჰყვება, მაგრამ ვერაფერს ცვლი, რადგან სხვანაირად მოქცევა უბრალოდ არ შეგიძლია.

მეც ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. დედა გახდა ავად და ქმართან და ორ შვილთან ერთად მშობლების სახლში გადავედი. ძმა მყავს, რომელიც ცალკე ცხოვრობს. ვეხვეწებოდი, რომ მშობლებთან მას ეცხოვრა, მაგრამ რძალმა გამოაცხადა, მე ვერ გადავალ, მომვლელი აუყვანეთო.

დედას ფსიქოლოგიურად უფრო უჭირდა, ვიდრე ფიზიკურად. ისეთი დიაგნოზი ჰქონდა, სულიერად გატყდა, ამიტომ მომვლელი მას იმას ვერ მისცემდა, რაც რეალურად სჭირდებოდა. ქმარს ძალიან ვთხოვე, რომ ჩემს მშობლიურ სახლში გამომყოლოდა და ასეც მოიქცა.

პრობლემებმა მალევე იჩინა თავი. მშობლების მოვლა-პატრონობაში თავით გადავეშვი და ცოლქმრულ ურთიერთობაში ბევრი რამ გამომეპარა. ჩემი შვილები პატარები იყვნენ და ძალიან ცელქობდნენ. მამაჩემი რთული კაცია, ოჯახში ხმაურს ან უწესრიგობას ვერ იტანს, ამიტომ ბავშვებზე ვიყავი მიდარაჯებული, რომ რამე არ დაეშავებინათ, ერთმანეთთან არ ეჩხუბათ და მამაჩემი არ შეეწუხებინათ.

დედა როგორი მოსავლელი იყო, ეს კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ოჯახში სიმშვიდე ყოფილიყო. მამა ვერ იტანდა, ქმრის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას რომ ვიჩენდი. საკმარისი იყო, მეუღლეს სიტყვებით მივფერებოდი, რომ მამა ამრეზილი დადიოდა.

ცოლ-ქმრის ურთიერთობა თანდათან შეიცვალა. მანადე მე და ჩემს ქმარს ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, ვცდილობდი, მისი საყვარელი კერძები მომემზადებინა, მხიარული განწყობა შემექმნა სახლში, ყოველთვის მოწესრიგებული, დავარცხნილი, მაკიაჟით ვყოფილიყავი. მშობლების სახლში კი მოვეშვი. მანამდე თუ მთავარი ჩემი ქმარი და შვილები იყვნენ, იმ სახლში ბოლო ადგილზე გადაინაცვლეს.

READ  „შენთან ჩახუტებაში ბევრ რამეს გავცვლიდი, დაჯიკო“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ქმარი შინ გაღიზიანებული ბრუნდებოდა. მეუბნებოდა, რომ იქიდან წავსულიყავით და ჩემს მშობლებზე მეორე შვილს ეზრუნა, მაგრამ არ ვთანხმდებოდი. ველოდებოდი, დედის ჯანმრთელობა როდის გაუმჯობესდებოდა. ამასობაში ჩემმა ქმარმა სახლში დაგვიანება დაიწყო, მეგობრებთან სიარულს მოუხშირა. ეს მახარებდა კიდეც, რადგან შინ აღრენილი აღარ ბრუნდებოდა და არც იმაზე მიჭამდა ტვინს, რომ იქიდან წავსულიყავით.

არ მინდოდა, რეალობისთვის თვალი გამესწორებინა და საკუთარ თავთან მაინც მეღიარებინა, რომ ქმრის ხშირი დაგვიანებები და ამის საეჭვო მიზეზებით ახსნა სიმართლესთან ახლოს არ იყო. ბოლოს არათუ ვაღიარე, ცხოვრებამ მუშტი ძალიან მძიმედ მომარტყა ცხვირში. ერთ დღესაც გავიგე, რომ ქმარი აღარ მყავდა და ის სხვა ქალთან ცხოვრობდა.

მის მიმართ მეტი ყურადღება რომ გამომეჩინა, ის ქალი ჩემს შვილებს მამას ვერ წაართმევდა და ვერც დაორსულდებოდა. ქმარს ძალიან ვუყვარდი და მის გვერდით ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ჩემი უყურადღებობით დავკარგე.

ვნანობ, რომ მშობლებთან გადასვლის გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა იქვე საკუთარ თავს კითხვას ვუსვამ: შემეძლო სხვანაირად მოქცევა? მგონია, რომ არა“.- ჰყვება თავის ამბავს ახალგაზრდა ქალი.

ასევე ნახეთ:

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.