პარასკევი, დეკემბერი 26, 2025
spot_img
მთავარიინტერვიუ„სტამბოლში არსებობს ასეთი ტაძარი, სადაც 8 სურვილიდან 7 ამიხდა“- სალომე გოგიაშვილი

„სტამბოლში არსებობს ასეთი ტაძარი, სადაც 8 სურვილიდან 7 ამიხდა“- სალომე გოგიაშვილი

ტელეჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი სტამბოლში სასწაულმოქმედ ტაძარს ესტუმრა და როგორც თავად ამბობს 8 სურვილიდან 7 აუხდა.

„ვინც სტამბოლში ნამყოფია, მათ აუცილებლად ეცოდინებათ, რომ არსებობს ასეთი ტაძარი, სადაც რომ მიხვალთ, შეგიძლიათ გასაღები შეიძინოთ, ჩაუთქვათ სურვილები და რომ აგისრულდებათ, მერე აუცილებლად უნდა დააბრუნოთ. აქ მაქვს 8 გასაღები, 7 ამიხდა. ერთ ცალს ვიტოვებ, ახლა მივდივარ უკან დასაბრუნებლად. რომ ჩახვალთ, აუცილებლად ეწვიეთ ამ ტაძარს. არ ვიცი ფსიქოლოგიურია, სასწაული ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან მალე ამიხდა, თან გულით მინდოდა…“, – თქვა სალომე გოგიაშვილმა ირინა ქიქოძის პოდკასტში სტუმრობისას.

სასწაულმოქმედი ტაძარი სტამბოლში, რომელსაც ხშირად გასაღების, სურვილების, ან პირველი დღის ტაძარს უწოდებენ, სინამდვილეში ღვთისმშობლის სახელობისაა, რომელიც ცხოველმყოფელ წყაროზე აიგო. მორწმუნეების აზრით, თუ კი ამ ტაძარში შეიძენენ გასაღებებს და მას მოარგებენ ბოქლომებს ხატზე, ყველა ჩაფიქრებული სურვილი და ნატვრა ამ რიტუალის შესრულების შემდეგ აუხდებათ…

სპეციალურად, ამ რიტუალის შესასრულებლად, მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოდიან მომლოცველები, რომ შეიძინონ ეს გასაღებები, ჩაუთქვან სურვილები და შემდეგ დაელოდონ მის ასრულებას. ვისაც ნატვრა უსრულდება, ის ბრუნდება სტამბოლში და ტოვებს ამ გასაღებებს, ამიტომაც, როგორც ამბობენ, იმდენად ხშირია გასაღებების დაბრუნება, რომ მოძღვრები ოსტატებს მცირე რაოდენობით გასაღებებს უკვეთენ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  გაიცანით ქალი, რომელსაც მთელი ზესტაფონი წითელი ელექტომობილით იცნობს
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი