პარასკევი, მაისი 1, 2026
Google search engine
მთავარიპირადი ისტორიებინანიკოს ბლოგი: მე ყოველთვის ვიცავდი მამაკაცს, ჩემზე ძლიერს და ამას წესები მავალდებულებდა

ნანიკოს ბლოგი: მე ყოველთვის ვიცავდი მამაკაცს, ჩემზე ძლიერს და ამას წესები მავალდებულებდა

“არის სტატისტიკა, სადაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოდან წასული ემიგრანტების მხოლოდ 9% არის ქალი. დანარჩენი – მამაკაცია გადახვეწილი, ისინი გზავნილების უდიდესი ნაწილის შემომტანები არიან.

თქვენ რა გგონიათ, იქ მამაკაცებს მინისტრებად ამუშავებენ? ნურას უკაცრავად! მუშაობენ შავ მუშებად, მშენებლობებზე, პლანტაციებში, ქარხნებში და ა.შ.

უბრალოდ, ეს არ ჩანს, იმიტომ, რომ კაცებს არ ჩვევიათ ტირილი და წუწუნი. არ ჰყვებიან საქვეყნოდ, რისი გადატანა უწევთ და ამის გამო კაცები გავხდით საგინებელნი…” – ასეთი შინაარსის წერილი მივიღე მამაკაცისგან, რომელმაც ჩემი სტატია წაიკითხა ემიგრანტ ქალებზე.

ამ სიტყვების ავტორის მსგავსად ბევრი ფიქრობს. მამაკაცები საუბარს ხშირად დუმილს ამჯობინებენ. რატომ? – იმიტომ რომ მათ აქვთ ერთი გამორჩეული თვისება – სიამაყე და ამ სიამაყეს დუმილის უფლების გამოყენებით იცავენ.

ბლოგი არ ეხება ყველა ქალბატონს და შესაბამისად, არ ეხება ყველა მამაკაცს. ძალიანაც კარგია, “გაყოყოჩებულ კაცუნებში” საკუთარ თავს არ ხედავენ.

მე ეს ძალიან მიხარია. ჩემი პატივისცემა მათ!

მამაკაცები ღიზიანდებიან, როცა ქალი მასზე ძლიერია. ამაყი მამაკაცები ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ როცა არსებობს ოჯახი, არსებობს ცნება „ჩვენ“. მათ ორივეს შეუძლია ერთდროულად ზიდოს ოჯახის უღელი, ერთად გადაჭრან პრობლემები, ერთად უხაროდეთ და ერთად სწყინდეთ. არის მამაკაცების კატეგორია, რომლებიც ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათ არგუნა განგებამ „შემოსავლის წყაროს“ სტატუსი.

მერწმუნეთ, ყველა “ძლიერ” ქალს სურს, მართლაც ზრუნავდეს მასზე ძლიერი მამაკაცი. ჰქონდეთ დასაყრდენი და საიმედო თავშესაფარი.

ჩვენ ყველა ვიღაცისთვის ვცხოვრობთ, ვიღაცისთვის ვიბრძვით და ამ ბრძოლაში ან ვმარცხდებით, ან ვიმარჯვებთ.

ჯერ კიდევ ბავშვობაში ვფიქრობდი, რომ ქალი ყველაზე ძლიერი იყო. ამის მტკიცებულებად ჭადრაკის თამაშიც საკმარისი იყო.

ჭადრაკში მე ყოველთვის ვიცავდი “მამაკაცს” – ჩემზე ძლიერს და ამას წესები მავალდებულებდა.

მამა მეთამაშებოდა ბავშვობაში. ჭადრაკის დაფაზე პირველად მეფეს ვდებდი და მერე სხვა დანარჩენს. ამით უპირატესობას ვანიჭებდი მეფის გვირგვინს.

READ  "ეს ასაკი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ განვითარებისთვის, რომ ჩვენს მომავალს ჩავუყაროთ საფუძველი" - 16 წლის თბილისელი მოსწავლის მრავალფეროვანი საქმიანობა და დიდი მიზნები

არასდროს ვიწყებდი თამაშს პაიკით. მხედარს “გამოვაჭენებდი“, ჩემი ჭკუით, მოწინააღმდეგეს ვაშინებდი, მერე ოფიცერს ერთი პაიკით გზას ვუთავისუფლებდი და მეგონა, თუ ბევრი პაიკი მეყოლებოდა, მეფე ხელშეუხებელი იქნებოდა…

ამასობაში მამაჩემი “დაეროდა” ამ ჩემს “ჯარისკაცებს” და იშლებოდა ნამდვილი ომის ველი. ვხედავდი, რომ ძალა რაოდენობაში კი არა, გონიერებაში იყო. ხან მარჯვენა ფლანგს გაარღვევდა, ხან მარცხენას და ეს ჩემი ჯარისკაცები უსულოდ ცვიოდნენ მის ყუთში…

მრჩებოდა მეფე, დედოფალი და ერთი ოფიცერი, რომელსაც ხან ერთ მხარეს დავარბენინებდი, ხან მეორე მხარეს, მაგრამ მოწინააღმდეგის გალავანს ვერაფრით ვარღვევდი. უკანასკნელ წამებში გამომყავდა დედოფალი წინა ხაზზე: პირდაპირ, მარცხნივ, მარჯვნივ, უკან… მოვარბენინებდი მეფესთან, “დავხედავდი” – საფრთხე ხომ არ ემუქრებოდა… და მეფე იდგა გაუნძრევლად.

ახლა ვფიქრობ, როგორ არ “რცხვენოდა” მეფეს, რა დღეში იყო მის გამო დედოფალი..

დაბოლოს, “მოწინააღმდეგეთა კავალერია” დედოფალს კუთხეში მიიმწყვდევდა, ეს უკანასკნელი მაინც ეცდებოდა გაბრძოლებას და “სულს განუტევებდა…”

…ყველაფერ ამას კი ერთ ადგილზე დაბრძანებული მეფე ემოციის გარეშე უყურებდა. არც დედოფლის სიკვდილის შემდეგ ცდილობდა შურისძიებას.

ამ ომში ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მოწინააღმდეგე არასდროს ეხებოდა მარტოდ დარჩენილ მეფეს, უბრალოდ, აცხადებდა: “შახი!” და აქ ყველაფერი მთავრდებოდა…

და რა კავშირი აქვს ჩემს ბავშვურ მეხსიერებას დღეს, საზღვარგარეთ წასულ ქალებთან და აქ დარჩენილ მამაკაცებთან? – ამ შემთხვევაშიც ასეა. როგორც ჭადრაკის დაფაზე, ისევე ჩვენს ოჯახებში, ბევრნი არიან ოჯახის წევრები, მაგრამ ქალი ყოველთვის ყველაზე მეტად ცდილობს, თავი გამოიჩინოს. ბევრ ქალბატონს არავინ ავალდებულებს, წავიდეს სახლიდან. ქმრებიც წინააღმდეგები არიან, მაგრამ ისინი მაინც მიდიან… მიდიან იმიტომ, რომ ჰგონიათ, ოჯახის “გადარჩენის” ერთადერთი ალტერნატივა თავად არიან. მიდიან ისევ ოჯახების კეთილდღეობისთვის, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ამის გაგება ბევრისთვის ძნელია. ბევრისთვის წარმოუდგენელიცაა რამდენიმე თვეში მონატრებისგან და ემოციისგან დაშრეტილი სხეულის და ჩამქრალი თვალების ცქერა სარკეში. მაგრამ ამ ჩამქრალი თვალების მდუმარებას მხოლოდ ერთი კონკრეტული ხმაური არღვევს – გულის აჩქარებული, მტკიცე ხმა – ბრძოლა გადარჩენისთვის, ოჯახისთვის.

READ  VIDEO: „დედაჩემი თეთრი ანგელოზია... დღესაც დაცული ვარ მისი არსებობით…“ - ლაშა ღლონტი დედაზე

…დაბოლოს, მჯერა, სანამ ჭადრაკის დაფაზე გაჩაღებულ ომში ძლიერი ქალი ფეხზე დგას – “შახი!“ გამორიცხულია…

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.