კვირა, მაისი 24, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებარა მნიშვნელობა აქვს ჯვრისწერას - დეკანოზის განმარტება

რა მნიშვნელობა აქვს ჯვრისწერას – დეკანოზის განმარტება

მამა თეოდორე გიგნაძე პასუხობს შეკითხვას, შეიძლება თუ არა შაბათს ჯვრისწერა. ის ასევე განმარტავს, რა მნიშვნელობა აქვს ჯვრისწერას და რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს ამ საკითხთან დაკავშირებით არასწორი მიდგომა:

– საეკლესიო სამართლის მიხედვით, შაბათს ჯვრისწერა არ ხდება. ჯვრისწერა ერთ-ერთი ისეთი საიდუმლოებაა, რომელიც ეკლესიის მიერ ყველაზე მეტადაა შერყვნილი. ადამიანს სწამს – არ სწამს, იცის – არ იცის, რა აღთქმას დებს, რა პასუხისმგებლობის წინაშე დგება – ჩვენ ჯვარს ყველას ვწერთ. პრობლემა ჩვენ შევქმენით და რატომ – ჯერ ჩვენ, სასულიერო პირებმა დავიჯერეთ და მერე სხვებს დავაჯერეთ, რომ თუ წყვილმა ჯვარი არ დაიწერა, ესე იგი, მრუშობენ. გვავიწყდება, რომ მრუშობა ღალატია. გავიხსენოთ ჩვენი ბებიები, ბაბუები, მაშინ სად იყო ჯვრისწერა?! გადასარევი ოჯახები ჰქონდათ. ვინმეს ენა მოუბრუნდება და იტყვის, რომ ისინი მრუშობაში იყვნენ? ზოგ მათგანს მართლაც ღვთისგან კურთხეული ოჯახი ჰქონდა. კიდევ ერთი ნიუანსი გვავიწყდება – ბიზანტიის იმპერიაში ჯვრისწერა, როგორც ასეთი, სახელმწიფო და საეკლესიო პრაქტიკაში ცოტა მოგვიანებით შემოდის. მაშინ ადამიანი იკითხავს – რა იყო იქამდე? ვინც ჯვრისწერის რიტუალური მხარე, წირვა, ნათლობა იცის, ერთ რამეს დააკვირდება, რომ ძალიან ბევრი რაღაც, მონახაზი და ღვთისმსახურების მოძრაობის სქემა იდენტურია. მთელ რიგ შემთხვევებში, საგალობლები იდენტურია. ლოცვებიც ისეთია, გეგონება, წირვაზე დგახარ. რატომ? იმიტომ, რომ ადრე ჯვრისწერა არ იყო. ადრე წყვილი, როდესაც ერთმანეთი უყვარდათ და ქორწინებას გადაწყვეტდნენ, წირვას ესწრებოდა, წირვაზე ეზიარებოდა. მანამდე, რა თქმა უნდა, ქრისტიანულად ცხოვრობდნენ. ზიარების შემდეგ კურთხევას, დალოცვას იღებდნენ სასულიერო პირის მიერ. ეს იყო ჯვრისწერა. ნათლობაც წირვის შემადგენელი ნაწილი იყო. ყველა საიდუმლოება, მათ შორის, ზეთის კურთხევა… მღვდლები ავადმყოფთან წირვიდან მიდიოდნენ. ნათლობის საიდუმლოება და ჯვრისწერის საიდუმლოება წირვის შემადგენელი ნაწილი იყო. მერე, როცა სახელმწიფო რელიგიად იქცა, სეკულარული საზოგადოება ჩამოყალიბდა, სახელმწიფო რელიგიაა და საჭიროა, რომ ქრისტიანი იყო – ნელ-ნელა ამ ყველაფრის ერთმანეთისაგან დაშორება ხდება. აქედან გამომდინარეა, რომ დღეს ჯვრისწერა განცალკევებულია. მაგრამ, არსობრივად ჯვრისწერა უნდა მოხდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც ქრისტესთან ერთად არიან. თუ ქრისტე არ უნდათ… ხშირად ასეთ კითხვას სვამენ – რატომ არ წერენ მართლმადიდებელსა და კათოლიკეს ჯვარს? მე პასუხად მაქვს – რა აუცილებელია, ჯვარი დავწერო? ისე დავლოცავ. ადამიანმა, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია არ უნდა, ჯვარი რატომ უნდა დაიწეროს, ვერ ვხვდები. ამას იცით რა ნაყოფი აქვს? აბა, შედით საპატრიარქოში, სადაც ჯვრის აყრის რიგებია. საშინელი სანახავია. ახალგაზრდა ბიჭი, ახალგაზრდა გოგო ერთმანეთს გაბუსული უყურებს და ჯვრის აყრა უნდათ. საშინელი სანახავია. ეს უბედურებაა. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ შეიძლება, ოჯახი არ დაინგრეს, მაგრამ ქმარი ცოლს ღალატობდეს, ახლა აღარც ცოლები იხევენ უკან. ადამიანი ჯვარს იწერს და წარმოდგენაც კი არ აქვს, რას ნიშნავს ქრისტიანული ქორწინება. თუ ეს არ იცი, თუ შესაბამისად არ ცხოვრობ, დაქორწინდი ისე, მაინცდამაინც გვირგვინი უნდა დაიდგა?! რომ დაიდგი ეს გვირგვინი და არ იცი, რა არის, რა საჭიროა ამის გაკეთება? მაგრამ, აქ წარმართული მიდგომაა – ჯვარს დავიწერთ და ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი აგვიშენდება.” – ამბობს მამა თეოდორე.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  "ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.