ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„სამი საათი გარდაცვლილი ვიყავი, დედაჩემს მკვდარი აჩვენეს ჩემი თავი…“ – ჯგუფ „სეიშენის“ წევრის, ლაშა...

„სამი საათი გარდაცვლილი ვიყავი, დედაჩემს მკვდარი აჩვენეს ჩემი თავი…“ – ჯგუფ „სეიშენის“ წევრის, ლაშა აბზიანიძის ისტორია

ჯგუფ „სეიშენის“ წევრი, ლაშა აბზიანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საოცარი ამბავს ჰყვება და დასძენს, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანია: „იღბლიანი ვარ იმის გამოც, რომ რამდენიმე თვის წინ გულის ოპერაცია გავიკეთე. ფაქტობრივად, გარდავიცვალე და უფლის ნებით, ამქვეყნად დავბრუნდი. სამი საათი გარდაცვლილი ვიყავი. ალბათ, უფლის ნება ასეთი იყო და მაინც გადავრჩი.

ეს რას ნიშნავს?

ოპერაციის დროს გულს აჩერებენ, მერე კი ისევ ამუშავებენ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში აღარ ამუშავდა. ასე გრძელდებოდა სამი საათი. გადარჩენის შემდეგ იყო საშიშროება, რომ ხეიბარი დავრჩენილიყავი და ასე შემდეგ. მოკლედ, სერიოზული ამბავი გამოვიარე. აორტის სარქველის პროთეზირება მოხდა. ისეთი მდგომარეობა მქონდა, არავის ეგონა, თუ გამოვძვრებოდი, ექიმსაც კი.

ლევან ქარაზანიშვილმა გამიკეთა ეს ოპერაცია და მადლობა უფალს, რომ დავბრუნდი ამ სამყაროში. რომ არა იღბალი და ღვთის ნება, ეს არ მოხდებოდა. ოპერაცია 7 საათს გრძელდებოდა და დასასრულისკენ მოხდა ეს ამბავი. მთელი მედპერსონალი ჩაერთო და სასწაული მოხდა. მერე ერთი თვე საავადმყოფოში ვიყავი და ამ პერიოდშიც იმდენი რამ მოხდა, არავის ეგონა, თუ ასე ავეწყობოდი. დიაგნოზი შარშან დამისვეს, მოსკოვში ყოფნისას ინფარქტი მომივიდა და მითხრეს, რომ საოპერაციო ვიყავი. ჩამოვედი და საქართველოში გავიკეთე.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რატომ გადაწყვიტა სტუდენტობა ლელა შუკვანმა 53 წლის ასაკში და როგორ გაიცნო ის მთელმა ფოთმა ტაქსის მძღოლობით
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი