ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
spot_img
მთავარიგანათლებაშეიძლება თუ არა გართობის მიზნით, თოვლის ჭამა - ექიმების პასუხი

შეიძლება თუ არა გართობის მიზნით, თოვლის ჭამა – ექიმების პასუხი

ექიმების თქმით, ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში თოვლის გასინჯვა შესაძლებელია, თუმცა ქალაქში თოვლის ჭამა არ არის რეკომენდებული.

პატარებს ხშირად სჩვევიათ თოვლის და ლოლოების ჭამა. თოვლი, ისევე როგორც ყინული, ჭუჭყსა და საშიშ ნივთიერებებს (მძიმე მეტალებსაც კი) შეიცავს. განსაკუთრებით საშიშია თოვლის ჭამა ისეთ გარემოში სადაც გარემო დაბინძურებულია: გამონაბოლქვი, დაბინძურებული ზედაპირი და ა.შ…

ზემოთხსენებული ფაქტებიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ ბავშვები მაქსიმალურად მოვარიდოთ თოვლის ჭამას.

ექიმმა სარა კროკეტმა სააგენტო Associated Press-ს განუცხადა, რომ წინააღმდეგი არ არის, თუ სუფთა ჰაერზე სეირნობისას ადამიანები ერთ მუჭა თოვლს გასინჯავენ.

თუმცა, ზოგჯერ ადამიანები ამზადებენ თოვლის კრემს“, ეს არის თოვლი, შერეული რძესთან, შაქართან და ვანილთან. მსგავსი „რეცეპტი“ აქტიურად ვრცელდება TikTok-ზე. ასევე პოპულარულია „შაქარი თოვლზე“ , ტკბილეული, რომელიც მზადდება ცხელი ნეკერჩხლის სიროფის თოვლზე დასხმით. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ თოვლი ყოველთვის საკმარისად სუფთა არ არის, რომ ის საკვებად გამოვიყენოთ.

თოვლი, ისევე როგორც წვიმა და სხვა ატმოსფერული ნალექები, ჰაერს წმენდს, მაგრამ მიწაზე დაცემისას ის შთანთქავს დამაბინძურებელ ნაწილაკებს. თოვლის ფიფქები განსაკუთრებით ბევრ მინარევს იწოვენ, რადგან ისინი ნელა ეშვებიან და უფრო დიდი, ღია ზედაპირი აქვთ, ვიდრე წვიმის წვეთებს.

ქვანახშირის ელექტროსადგურებთან ან ქარხნებთან, რომლებიც ჰაერში მყარ ნაწილაკებს გამოყოფენ, დაცემული თოვლი განსაკუთრებით დაბინძურებულია. ამიტომ თოვლის გასინჯვა მხოლოდ იმ ადგილებში შეიძლება, სადაც მსხვილი სამრეწველო ობიექტები არ არის.

მნიშვნელოვანია დროც: თოვლის პირველი ტალღა ყველაზე მეტ მყარ ნაწილაკს შეიცავს. ამიტომ, თუ მაინც აპირებთ თოვლის შეგროვებას, უმჯობესია დაელოდოთ მეორე თოვლს.

მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ თოვლს სინამდვილეში სუნიც აქვს. სხვადასხვა ადგილას თოვლს განსხვავებული სურნელი აქვს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როგორ დაუდო საფუძველი წმიდა ფილიმონ ქორიძემ ქართულ საოპერო ხელოვნებას და როდის აღიარეს ის იტალიაში საუკეთესო ბანად
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი