ხუთშაბათი, ივნისი 4, 2026
Google search engine
მთავარიგანათლება„ყოველი მეოთხე გართულება თავიდან აცილებადია“ - რატომ უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა...

„ყოველი მეოთხე გართულება თავიდან აცილებადია“ – რატომ უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი

საქართველოში სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის 94% არაგადამდებ დაავადებებზე (NCD) მოდის. სტატისტიკის მიხედვით, ლეტალური შემთხვევების 64% გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უკავშირდება, 12% – კიბოს, 4% – ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებს, ხოლო 2% დიაბეტს,- ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალიანსის ცნობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახლახან გამოცემული დოკუმენტის („არაგადამდები დაავადებების პრევენცია და კონტროლი საქართველოში: ინვესტირების საჭიროება“) თანახმად, არაგადამდები დაავადებების მკურნალობაზე გაწეული დანახარჯები ყოველწლიურად 3 მილიარდ ლარს აღემატება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 6.2%-ს შეადგენს.

„დოკუმენტის თანახმად, თუ სახელმწიფო ამ დაავადებების კლინიკურ ინტერვენციებში  ყოველწლიურად, მინიმუმ 100 მილიონ, ხოლო პრევენციული ღონისძიებებისთვის (მარილის შემცირება, თამბაქოს კონტროლი, ალკოჰოლის კონტროლი, ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა) 30 მილიონ ლარს დახარჯავს, 15 წელიწადში თითქმის ორჯერ გაიზრდება ეკონომიკური სარგებელი.

ამავე დროს, ჯანდაცვის ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამ მძიმე ფონზე, ზემოაღნიშნული ტვირთის მნიშვნელოვნად შესამცირებლად, ერთ-ერთი ძირითადი გამოსავალი ჯანდაცვის (PCH) სისტემის ფუნდამენტური რეფორმაშია.

რეფორმა არ გულისხმობს მხოლოდ ერთი პროფესიული ჯგუფის საქმიანობაში ცვლილებას. ეს არის ჯანდაცვის მოდელის სრული გადაწყობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ჰოსპიტალიზაციიდან პრევენციასა და ქრონიკული დაავადებების გრძელვადიან მართვაზე. კერძოდ, რეფორმის ძირითადი მახასიათებლებია:

· პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების ინოვაციური მოდელის დანერგვა, რომლის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელთა ანაზღაურებას მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი განსაზღვრავს.

· მონაცემებზე დაფუძნებული მართვისა და მონიტორინგის სისტემის გაძლიერება.

· განახლებული კლინიკური გზამკვლევებისა და პროტოკოლების დანერგვა.

· პირველადი ჯანდაცვის პერსონალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან საერთაშორისო გამოცდილება (OECD, WHO) აჩვენებს, რომ ძლიერი პირველადი ჯანდაცვის პირობებში 20-40%-ით მცირდება ე.წ. თავიდან აცილებადი ჰოსპიტალიზაცია. ეს ნიშნავს, რომ ყოველი 100 პაციენტიდან, რომელიც დღეს, საავადმყოფოში ქრონიკული დაავადების გართულებით ხვდება, 40-მდე ადამიანი საერთოდ არ საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას, სისტემას მათი მდგომარეობა სწორად რომ ემართა.

დიაბეტის შემთხვევაში, გამართული სისტემა 25-30%-ით ამცირებს ისეთ მძიმე გართულებებს, როგორიცაა თირკმლის უკმარისობა და ამპუტაცია.

READ  რომ მივუახლოვდი, დამეწყო გულის ბაგა-ბუგი... უცბად გამახსენდა ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩემზე წერდა, რომ მშობლებს ვღალატობდი..." - თამუნა მუსერიძე მამასთან შეხვედრას იხსენებს

ჯანმოს “ყველაზე ეფექტური ინტერვენციების” (Best Buys) გათვლებით, პრევენციაზე ორიენტირებული მოდელი გაცილებით მომგებიანია, ვიდრე ძვირადღირებული ჰოსპიტალური სერვისები.

„საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსს“, რეფორმის წარმატებით განხორციელების მიზნით, მიაჩნია, რომ აუცილებელია:

1. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება რეფორმის არსისა და პრევენციის მნიშვნელობაზე.

2. სამედიცინო პერსონალის გადამზადება რეგიონებში, განახლებული კლინიკური გზამკვლევებისა და პროტოკოლების გამოყენებით.

3. პრევენციული და ჯანმრთელობის ხელშემწყობი პროგრამების მდგარდი დაფინანსების უზრუნველყოფა, კერძოდ, მინიმუმ 30 მილიონი ლარის ინვესტირება ზემოაღნიშნული რისკ-ფაქტორების პრევენციისა და კონტროლისათვის, რათა დაიზოგოს როგორც მკურნალობის ხარჯები, ასევე გადარჩეს ათეულ ათასობით სიცოცხლე.

დრო არ იცდის. სისტემურ ცვლილებებს და მათ ასახვას სიკვდილიანობის სტატისტიკაზე 3-5 წელი სჭირდება. სწორედ ამიტომ, რეფორმის სრულფასოვანი განხორციელება უნდა დაჩქარდეს. ყოველი დაგვიანებული დღე არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის გზაზე. მხოლოდ ჰოსპიტალზე ორიენტირებული მოდელიდან პრევენციულ მოდელზე დროული გადასვლა უზრუნველყოფს ჯანსაღ საზოგადოებას და ფინანსურად მდგრად ჯანდაცვის სისტემას“,- ნათქვამია „საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.