პარასკევი, აპრილი 17, 2026
spot_img
მთავარიგანათლებასწყენთ თუ არა აღდგომის კვერცხი ბავშვებს - პედიატრის განმარტება

სწყენთ თუ არა აღდგომის კვერცხი ბავშვებს – პედიატრის განმარტება

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში სააღდგომო კვერცხის გადაჭარბებულად მიღებით გამოწვეული პრობლემების შესახებ ისაუბრა:

„აღდგომის დღეებში, როდესაც წითელი კვერცხი ყველას გვაქვს ოჯახში, უხვად არის და ბავშვებს თვალს ჭრის. მათ განსაკუთრებულად უნდათ, რომ ეს გასინჯონ. კარგი სათამაშოა, ამტვრევენ, მირბიან მშობლებთან. რა თქმა უნდა, პედიატრები და პედიატრიული ნუტრიციოლოგია განსაკუთრებული მიდგომით არის კვერცხის მიმართ. კვერცხი არის საშენი მასალა ბავშვის ორგანიზმისთვის. პედიატრიულ ასაკში კვერცხს აქვს განსაკუთრებული ვადები, რაოდენობა, განსაკუთრებული პერიოდები, როდესაც შეიძლება კვერცხის მიცემა.

უნდა დავანგრიოთ ის მითიც, რომ აღდგომის წითელი კვერცხი არ სწყენს და ბავშვმა შეიძლება განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს. მე ამას ფაქტებზე დამყარებული მედიცინით ვამბობ. ჩვენ ვხვდებით ამას, როდესაც აღდგომის შემდგომ დღეებში მოჰყავთ ბავშვები, გადაჯერებული ამ პროდუქტით. თავის დადებით მნიშვნელობასთან ერთად კვერცხს აქვს ბევრი უარყოფითიც, თუ მას არადოზირებულად მიიღებ.

ბავშვთა ასაკში კვერცხის მიცემა იწყება 7 თვის ასაკიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ კვერცხის გულს, იმიტომ, რომ ცილა დიდი რაოდენობით ჰისტამინს შეიცავს და შესაძლოა, გახდეს ალერგიული. გულის და ცილის ერთად მიცემა ხდება მხოლოდ 1 წლის ასაკიდან, მაშინ, როდესაც ბავშვის ორგანიზმს შეუძლია ეს ყველაფერი მიიღოს. პედიატრები ხშირად კვერცხის მიცემას ვიწყებთ მწყრის კვერცხის გულით. ის ძალიან იშვიათად ინფიცირდება. ბავშვმა შვიდი თვის ასაკში უნდა მიიღოს ქათმის კვერცხის გულის მხოლოდ მერვედი. ამას თანდათანობით ვუმატებთ და ერთი წლის ასაკისთვის უკვე დასაშვებია ნახევარი კვერცხის გულის მიცემა. ერთი წლის შემდეგ უკვე მთლიანი კვერცხის გული შეიძლება მივცეთ ბავშვს კვირაში 2-3-ჯერ მაქსიმუმ. მეტად გადატვირთვა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

READ  მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი, ვართ ჩვენი მრწამსის, რელიგიის მატარებლები, მადლობა, რომ ქართველი ვარ
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი