ლოცვები, რომელიც დღეიდან იკითხება

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ბრწყინვალე შვიდეულში არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები,
ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება პასექის ჟამნი.

პარაკლისებისა და დაუჯდომლების წაკითხვის მსურველთ შეუძლიათ წაიკითხონ “პარაკლისი აღდგომიდან დაწყებული თომას კვირიაკემდის, ანუ – ბრწყინვალე შვიდეულში”.

ჩვეულებრივი დილა-საღამოს ლოცვების, პარაკლისების, დაუჯდომლების და ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირიაკიდან (აღდგომის მომდგევნო პირველი კვირა დღიდან).

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

თომას კვირიდან ამაღლებამდე “მეუფეო ზეცათაოს” ნაცვლად ვამბობთ აღდგომის ტროპარს (“ქრისტე აღსდგა მკვდრეთით…”) 3-ჯერ, ხოლო “ღირს არსის” ნაცვლად ვამობობთ:

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

“ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ. ძეჲ შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ.
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდებაჲ უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა”

მუხლთადრეკა და დიდი მეტანიები განახლდება სულთმოფენობის დღესასწაულიდან (აღდგომიდან 50-ე დღეს).

ბრწყინვალე შვიდეული ხსნილია ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით, ხოლო თომას კვირიდან ამაღლებამდე (აღდგომიდან მე-40 დღე) ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია თევზით.

ბრწყინვალე შვიდეულში საზრდელის მიღების წინ და შემდეგ ვამბობთ მხოლოდ აღდგომის ტროპარს (“ქრისტე აღსდგა მკვდრეთით…”) 3-ჯერ, ხოლო თომას კვირიდან ამაღლებამდე საზრდელის მიღების წინ ლოცვას ვიწყებთ აღდგომის ტროპარით, ხოლო შემდეგ “ღირს არს”-ის ნაცვლად ვამბობთ: “ანგელოზი ღაღადებს…”

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

📍 ვალე

© OpenStreetMap contributors · PHIG

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. ლოცვები, რომელიც დღეიდან იკითხება [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%aa-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c/
sheniganatleba.ge
READ  "მარხვა დღესასწაულისთვის მზადებაა... და ამ მზადებას, დიდი მნიშვნელობა აქვს" - დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი საინტერესო ინტერვიუთი
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network