ეს დამპალი მანქანა უკვე მეზიზღება- ნინი ბადურაშვილი

Georgian update logo: white 'ag60' icon inside a rounded white square on an orange background, with the Georgian word 'განახლება' beneath.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გადატვირთული პარკირების ადგილები და გაორმაგებული ჯარიმები მძღოლების ნერვიული სისტემისთვის რთულ გამოცდად იქცა.

გადაღლილი მძღოლის განწყობა და ემოცია მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით გამოხატა და გამოსავლის ძიება გამომწერებს სთხოვა.

„როგორ ვიცხოვროთ, რომ ყოველ დღე ძალიან ბევრი ჯარიმა არ მოგვივიდეს?“ – კითხულობს ნინი და როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ ის კი არა, არაერთი თბილისელი მძღოლი ეძებს.

“დასწრებაზე ვართ, გამწარებულები დავრბივართ, რომ სადმე ჩავაკვეხოთ ეს მანქანა. ეს დამპალი მანქანა უკვე მეზიზღება და გეფიცებით, უკვე დამეწყო, როგორი შიშები იცით?- რომ მესიჯი რომ მომდის police.ge-დან, უკვე კანკალი მეწყება.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ყოველდღიურად 50 ლარი, 100 ლარი… ნუ მესმის, კარგია, რომ ბიუჯეტში შედის ფული, მაგრამ ჩვენც ძაან ცოდოები ვართ, ვისაც მანქანა გვყავს. როგორ ვიცხოვროთ, რომ ყოველ დღე ძალიან ბევრი ჯარიმა არ მოგვივიდეს? არ ვიცი, მე ვერ ვაკეთებ და აბა თქვენ მირჩიეთ,” – ამბობს მომღერალი ვიდეომიმართვაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის