შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
მთავარიგანათლება„ამ დღეს ლოცულობდნენ იოანე ნათლისმცემლის სახელზე, რომელიც სახადის განმგებლად მიაჩნდათ“ – ჩიტიფაფობის...

„ამ დღეს ლოცულობდნენ იოანე ნათლისმცემლის სახელზე, რომელიც სახადის განმგებლად მიაჩნდათ“ – ჩიტიფაფობის ტრადიცია მთიან საქართველოში

საქართველოს სხვადასხვა მხარეში ფრინველებისაგან ყანების დაცვის მიზნით ყველიერის კვირაში ჩიტიფაფობას აწყობდნენ. რაჭაში ეს ჩვეულება შემდეგნაირად ტარდებოდა: დიასახლისი ამზადებდა პურის ან სიმინდის ფქვილის ფაფას. გარედან ბავშვი ეძახდა:
– დედა, რას აკეთებო?
– ჩიტიფაფასო, – უპასუხებდა დედა.
– ვის და ვის აჭმევო?
– შენ და შავლესაო და ჩიტების გამრეკსაო.
– რას და რას ურთავო?
– ერბო-ხაჭოსაო.
– ჩიტები სად არიანო?
– მაღლა ახოსაო, იქა ჭამენ, იქა სვამენ, იქ მიუტანთ ულუფასაო.
ამის შემდეგ დედა გაატანდა ჯამებით ფაფას ბავშვებს, რომლებიც მას წააცხებდნენ ხეებსა და ღობეებზე, თან ამბობდნენ:
– ეს ბეღურას, ეს შაშვს, ეს თოხიტარას, ეს ჩხიკვსაო…
ფრინველებს ფაფა უნდა ემყოფინებინათ და ნათესებისთვის აღარ ევნოთ. ბავშვები სახლში ბრუნდებოდნენ და თვითონაც შეექცეოდნენ ფაფას.
ჩიტიფაფობის რიტუალს ატარებდნენ აგრეთვე მთიულეთში, ფშავში, ხევსურეთში, ხევში, ქართლსა და კახეთში.
ხევში ამ დღეს ფაფას, კვერებსა და ხინკალს ამზადებდნენ. შეღამებულზე, ცაზე ვარსკვლავების გამოჩენისას, ბავშვებს გარეთ გაიყვანდნენ. ისინი ვარსკვლავებს შეხედავდნენ და იძახდნენ:
– ეს ჩემი ვარსკვლავია, ეს ჩემიო! წაიკითხეთ სრულად

#drpkhakadze  #sheniganatleba

READ  „საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს!“ - ხვიჩა კვარაცხელია
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი