პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსის წაკითხვა მიუსაჯა

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსის წაკითხვა მიუსაჯა

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ლიტერატურის წაკითხვა მიუსაჯა.

21 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელიც ინტერნეტიდან ქსენოფობიური შინაარსის და ასაფეთქებელი ნითიერებების დამზადებასთან დაკავშირებულ მასალებს ტვირთავდა, სასჯელის სახით მიიღო ორწლიანი პირობითი პატიმრობა და ჩარლზ დიკენსის, ჯეინ ოსტინის და სხვათა წაკითხვა. უფლებადამცველებმა ეს ძალიან მსუბუქ სასჯელად მიიჩნიეს და მის გამკაცრებას მოითხოვენ.

ბრიტანული ანტიტერორისტული კანონების თანახმად, ისეთი ინფორმაციის შეგროვება, რომელიც შესაძლოა გამოიყენონ ტერაქტის ორგანიზებისათვის, 15-წლამდე პატიმრობით ისჯება. მაგრამ მოსამართლე ტიმოთი სპენსერმა ჯონსისთვის მისჯილ ტრადიციულ, მაგრამ მსუბუქ სასჯელს უცნაური პირობაც დაუმატა.

„დიკენსი წაგიკითხავს? და ოსტინი?“, – ჰკითხა მან ჯონს სასამართლო პროცესზე. „დაიწყე ოსტინის „სიამაყე და ცრურწმენით“ და დიკენსის „ორი ქალაქის ამბავით“. წაიკითხე ასევე შექსპირის „მეთორმეტე ღამე“. იფიქრე [თომას] ჰარდიზე. იფიქრე [ენტონი] ტროლოპზე“… „4 იანვარს მომიყვები რა წაიკითხე და მე გამოგცდი“, – დასძინა მოსამართლემ.

ჯონის მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების თანახმად, ის ინგლისური ლიტერატურისაგან ძალიან შორსაა. პოლიცია მას ახასიათებს, როგორც რასისტს და ნეონაციზმის იდეოლოგიის მიმდევარს. მისი კომპიუტერის დისკზე ექსტრემისტული შინაარსის თითქმის 70 ათასი, მათ შორის ანტისემიტური და რასისტული ხასიათის დოკუმენტი აღმოაჩნდა.

უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებულისათვის ასეთი მსუბუქი სასჯელი ცუდი გზავნილია და შესაძლოა სხვა ექსტრემისტები წაახალისოს. ბრიტანეთის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ ჯონის სასჯელის გადახედვის შესახებ მოთხოვნა მიიღო და საკითხს ერთი თვის განმავლობაში გადაწყვეტს.

#drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

ნოემბერი 28, 2024
ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ნოემბერი 28, 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი