ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიCNN-მა ხარჩო მსოფლიოს საუკეთესო 20 წვნიანს შორის დაასახელა

CNN-მა ხარჩო მსოფლიოს საუკეთესო 20 წვნიანს შორის დაასახელა

ხარჩო მსოფლიოს საუკეთესო 20 წვნიანს შორის დაასახელა, – ამის შესახებ CNN Travel-ის სტატიაში წერია, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო წვნიანებს ეძღვნება.

რეიტინგი ოცი სხვადასხვა ტიპის წვნიანს აერთიანებს და მათ შორის ქართული ტრადიციული კერძიც მოხვდა.

ხარჩოს შესახებ ვკითხულობთ, რომ საქართველოში ამ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წვნიანს თავისებურ გემოს ტყემლის სოუსი სძენს. სწორედ უმწიფარი ტყემლის სიმჟავე ამრავალფეროვნებს ცხიმიანი საქონლის ხორცითა და გატარებული ნიგვზით მომზადებული კერძის გემოს, თუმცა ხარჩოს არომატის განსაკუთრებულობას მაინც უცხო სუნელი ქმნის.

რეიტინგში ასევე მოხვდა: უკრაინული ბორშჩი, ესპანური გასპაჩო, ფრანგული ბუიაბესი, ჩინური ლანჯოუ, მუსლიმურ ქვეყნებში პოპულარული ჩორბა და სხვა.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

READ  ახალი ინფორმაცია თურქეთში აღმოჩენილი სარკოფაგის შესახებ, რომელიც, დიდი ალბათობით, თამარ მეფის შვილიშვილს და მის ვაჟს ეკუთვნით
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი