კვირა, ოქტომბერი 27, 2024
spot_img
მთავარიგანათლებადარწმუნებული ვარ, 2024 წელს ერთობლივი ძალისხმევით არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ და ჩვენს...

დარწმუნებული ვარ, 2024 წელს ერთობლივი ძალისხმევით არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ და ჩვენს შვილებს შევუქმნით უკეთეს გარემოს, სადაც შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი განათლების სფეროს წარმომადგენლებსა და სრულიად საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.

„გილოცავთ ახალ 2024 წელს! განსაკუთრებით მსურს, მივულოცო განათლების სფეროს წარმომადგენლებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, სკოლის ხელმძღვანელებს, სტუდენტებს, პროფესორებს, მეცნიერებს.

2023 მართლაც გამორჩეული წელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. გვქონდა მრავალი წარმატება და, რაც მთავარია, გავხდით ისტორიული მოვლენის მომსწრე – საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საქართველოს უკეთეს მომავალზე ზრუნვას და ქვეყნის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია განათლება, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სწორედ განათლებული თაობა ქმნის ძლიერი ევროპული ქვეყნის შენების მყარ საფუძველს.
საქართველოს სჭირდება ახალი ხედვები, ინოვაციური იდეები – ამისთვის საჭირო ენერგია და შემართება კი სწორედ ჩვენს ახალგაზრდებშია. დარწმუნებული ვარ, 2024 წელს ერთობლივი ძალისხმევით არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ და ჩვენს შვილებს შევუქმნით კიდევ უფრო უკეთეს გარემოს, სადაც მათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენის შესაძლებლობა ექნებათ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, მთელი გულით გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. მჯერა, 2024 წელი იქნება განვითარების, წარმატებისა და გამარჯვების წელი თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!“, – აცხადებს გიორგი ამილახვარი.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი