50 წლის ალისა მაიერსი, თავის შვილთან, 25 წლის ელიზაბეთ მაიერსთან ერთად, ტეხასის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამას, სოციალური მუშაობის მიმართულებით, 19 მაისს დაასრულებს. ინფორმაციას Upi ავრცელებს.
დედა-შვილმა ყველა საგანი 4.0 GPA-ით დახურა და ისინი დოქტორანტურის გავლასაც ერთად აპირებენ.
„ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, ჩვენი ყველა კურსელი მას „დედას“ ეძახდა“, – ამბობს ელიზაბეთი ალისაზე.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დუეტმა ერთად დაასრულა საუნივერსიტეტო პროგრამა – მათ ერთობლივად განათლება ხუთი სხვადასხვა მიმართულებით აქვთ მიღებული.
#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები