16 წლის საბა კუპატაძე თბილისის 180-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. წლებია, სკოლაში სწავლის პარალელურად სხვადასხვა აქტივობაშია ჩართული და როგორც მისი მეგობრები ამბობენ ხოლმე, ბევრისთვის არის სამაგალითო. საბა კარგად მღერის, უკრავს რამდენიმე ინსტრუმენტზე, ხატავს და მონაწილეობს გამოფენებში, გატაცებულია პოლიტიკური მეცნიერებებით, ასევე დაინტერესებულია სხვადასხვა ენის სწავლით და უკვე იცის რამდენიმე ენა, გარდა ამისა, მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა და ამ ეტაპზე საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ასწავლის სალაპარაკო ქართულ ენას. თუ როგორ ასწრებს ამდენ რამეს, რას ფიქრობს სამომავლოდ და რას ურჩევს თანატოლებს, ამის შესახებ თავად გვესაუბრება.
– მოდი, დავიწყოთ შენი ბოლოდროინდელი საქმიანობით – უკრაინელებისთვის ქართული ენის სწავლებით…
– ორგანიზაცია helping hand-ში დაახლოებით ხუთი თვის წინ დავიწყე ვოლონტიორობა-მოხალისეობა. თავიდან უფრო საოფისე სამუშაოთი ვიყავი დაკავებული, მასტერკლასებზე დავდიოდით, მერე კი პროექტებშიც ჩავერთე. ამ ეტაპზე აქტიურად ვარ ჩართული პროექტში – მოხალისეები უკრაინელებისთვის, უკრაინელებს ვასწავლით სალაპარაკო ქართულ ენას.
– რამდენად ადვილია, არ გაგიჭირდა?
– პირველი ორი გაკვეთილი გამიჭირდა, მერე ნელ-ნელა ავუღე ალღო, ცოტა გავთამამდი. გარდა ამისა, ჩემს მასწავლებლებს ვკითხე რჩევა – რუსულისა და ქართულის პედაგოგებს, ზოგადად გაკვეთილის ჩატარების სპეციფიკაში რომ გავრკვეულიყავი, მათი რჩევებიც გავითვალისწინე და მერე ადვილად აეწყო ყველაფერი.
– თავად სად ისწავლე უკრაინული?
– მეგობარი მყავს უკრაინელი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გავიცანი ინტერნეტით, ყოველდღიურად ვწერთ ერთმანეთს, ამ წლების განმავლობაში დღე არ ყოფილა, არ გვესაუბრა. მას მერე, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა. ომის გამო მშობლებთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში აღმოჩნდა, თუმცა ერთმანეთი არ დაგვიკარგავს და გვერდში ვუდგავართ. მასთან ურთიერთობისას ვისწავლე და დავხვეწე უკრაინული.
– როგორც ვიცი, სხვა ენებიც იცი, ეს ალბათ შენი მუსიკალური სმენის დამსახურებაა…
– სმენის წყალობაც არის და გარდა ამისა, ბავშვობიდან ვეჩვეოდი უცხო ენებს. დედამ კარგად იცის რუსული და ხშირად ვუყურებდი რუსულენოვან პროგრამებს, ანიმაციებს, მამამ თურქული იცის კარგად და ეს გარემოც ძალიან დამეხმარა. სრულად
მასალის გამოყენების პირობები