შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„ეს ერთ-ერთი ძვირფასი და დაუვიწყარი სიტყვებია ჩემთვის, რაც მოსწავლეებისგან მომისმენია…“

„ეს ერთ-ერთი ძვირფასი და დაუვიწყარი სიტყვებია ჩემთვის, რაც მოსწავლეებისგან მომისმენია…“

ქართული ენისა ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, განათლების მეცნიერებების მაგისტრი, თამარ ლომიტაშვილი, იმ ისტორიის შესახებ წერს, რომელიც, როგორც თავად ამბობს პირად თუ პროფესიულ გაძლიერებაში დღემდე ეხმარება.

“ერთხელ მოსწავლემ მითხრა – იცით, რატომ მიყვარხართ?… მთელი გულით ცდილობთ, სამართლიანი იყოთ და ყველას თანასწორად მოგვექცეთო.

ეს ერთ-ერთი ძვირფასი და დაუვიწყარი სიტყვებია ჩემთვის, რაც მოსწავლეებისგან მომისმენია…
როცა ვიღლები, ან დროს ვერ ვპოულობ, ან სხვა მიზეზები ჩნდება ცხოვრებაში, განსაკუთრრბით ბოლო დროს და გავიფიქრებ, “შევეშვები”, “არაუშავს”, “ამ ერთხელ გავატარებ”, “ეგონოთ. რა ვქნა, მე ხომ ვიცი სიმართლე” და ა.შ. – ეს მოსწავლე მახსენდება, მისი სიტყვები მმატებს ძალას და საიდანღაც მოდის ახალი ენერგია და შემართება!

შეიძლება ბევრი რამის დათმობამ მოგვიწიოს ცხოვრებაში, მაგრამ სამართლიანობისთვის ბრძოლას არასდროს დავთმობ! ეს ნდობა, უნდა გავამართლო! მადლობა იმ პატარა გოგონასა და დიდ ადამიანს! (13-14 წლის)”, – წერს სოციალურ ქსელში 15 დეკემბერს გამოქვეყნებულ ისტორიაში მასწავლებელი.

#drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  "ორი წლიდან პროთეზს ვატარებ. ჩემი ოჯახი არასდროს მაგრძნობინებდა, რომ განსხვავებული ვიყავი ..." - ნინო თიბილაშვილის გზა წარმატებამდე
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი