კვირა, ოქტომბერი 27, 2024
spot_img
მთავარიპირადი ისტორიებიხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია – გამოკითხვის შედეგები „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება GFF Awards 2023-ზე გამოცხადდა.

საქართველოს ნაკრებში 22 წლის ფეხბურთელმა 2023 წელს ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ GFF Awards -ზე ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეოთხედ (2020, 2021, 2022, 2023) დასახელდა, რაც ქართული ფეხბურთის რეკორდია.

ტრადიციულ დაჯილდოებაზე 2023 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელის ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრებში თამაშის კადრები გაავრცელა და მადლობა ამ ჟესტით გადაიხადა, მან ასევე მადლობის ვიდეო გაავრცელა და ყველას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია 2023 წელს გახდა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და საუკეთესო ასისტენტი, ხოლო უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარა.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი