ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიები„მათ დედამიწაზე ცოდნა მოიტანეს და გაქრნენ, თუმცა დაიბარეს, რომ დაბრუნდებიან“ - რატომ...

„მათ დედამიწაზე ცოდნა მოიტანეს და გაქრნენ, თუმცა დაიბარეს, რომ დაბრუნდებიან“ – რატომ ვერ ბედავენ ჩინური პირამიდების შესწავლას?

თანამედროვე სამყაროში უამრავი იდუმალებით მოცული ადგილია, რომელთა ისტორია კაცობრიობისთვის დღემდე უცნობია. გამქრალი ცივილიზაციების საიდუმლოებათა რიცხვს მიეკუთვნება ეგვიპტის, ცენტრალური ამერიკის და ჩინეთის პირამიდებიც, თუმცა, თუ ეგვიპტურ ძეგლებს მუდმივად იკვლევენ, ჩინური პირამიდები დღემდე შეუსწავლელია, რადგან სახელმწიფოს დაცვის ქვეშაა და ნებისმიერი შეჭრა აკრძალულ ტერიტორიაზე კანონით ისჯება.

1945 წლის გაზაფხულზე, ჩინეთის ტერიტორიის დაზვერვისას, ქალაქ სიანის სამხრეთ-დასავლეთით შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტს ჯეიმს კაუფმანს ძრავა დაუზიანდა, ავარიული დაფრენისთვის შესაფერისი ადგილის ძიებისას პილოტი რამდენიმე მეტრით დაბლა დაეშვა და არაჩვეულებრივი სანახაობის მოწმე გახდა:

“მთას შემოვუფრინე და მოულოდნელად ჩემს წინ უზარმაზარი თეთრი, არაბუნებრივი ნათებით შემოსილი, უცნაური ქვით ნაშენი, მოვერცხლისფრო-თეთრი პირამიდა ამოიწვერა, უზარმაზარი მეტალის ნატეხით მწვერვალზე, რომელიც ძალიან ჰგავდა ძვირფას ქვას“, – სწორედ ასე აღწერა ნანახი პილოტმა თავის მოხსენებაში.

მან ფოტოებიც გადაიღო, რომელთა შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ პირამიდის სიმაღლე 300 მეტრს, სიგრძე კი – 490 მეტრს შეადგენდა და მნიშვნელოვნად აღემატებოდა ყველაზე მასიურ ნაგებობად ცნობილ ხეოფსის პირამიდას, რომლის სიმაღლე მხოლოდ 146, 60 მეტრი, საყრდენი კედლის სიგრძე კი – 230,33 მეტრია.

2 წლის შემდეგ უცნაური ნაგებობა შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ყოფილმა პოლკოვნიკმა მორის შიჰანმაც ნახა, მისი ნაამბობი პრესაშიც გამოქვეყნდა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება არ მოჰყოლია.

ბედმა ახალ ზელანდიელ ბრიუს კაგის გაუღიმა როცა 1963 წელს ავსტრალიელი კომერსანტის ფრედ მაიერ შროდერის მე-20 საუკუნის დასაწყისში გაკეთებულ დღიურებში ჩინეთში მოგზაურობის ფრაგმენტებსაც გადააწყდა.

„რამდენიმედღიანი მომქანცველი მგზავრობის შემდეგ ვებერთელა მთა დავინახეთ. თუმცა, ახლოს მისულებს მთის ნაცვლად უზარმაზარი ნაგებობა დაგვხვდა დამრეცი წახნაგებით და თითქოს წაჭრილი, ბრტყელი წვერით. უცნაურია, აქაურები ყოველდღე ხედავენ ამ საოცრებას, დასავლურმა სამყარომ კი არაფერი იცის მათ შესახებ”– აღფრთოვანებული წერდა კომერსანტი, რომელმაც ყურადღება მიაქცია, რომ პირამიდების გვერდები ეგვიპტურისგან განსხვავებით ქვით იყო მოპირკეთებული. სრულად

#drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
Nana
READ  როგორ ამოუხოცა სტალინმა მეგობარს მთელი ოჯახი – ,,ბუდუ მდივანს დახვრეტამდე ცოლისა და შვილების წამებასა და სიკვდილს აყურებინეს”
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი