ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025
spot_img
მთავარისკოლები„მე რომ მასწავლებელი ვიყო…“ – 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების დამაფიქრებელი გამოკითხვის შედეგები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო…“ – 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების დამაფიქრებელი გამოკითხვის შედეგები

„მასწავლებლის საქმიანობის საუკეთესო შემფასებლები მოსწავლეები არიან“, – ამ ფრაზას თავად პედაგოგებისგანაც ხშირად მოისმენთ.

საინტერესოა, როგორი მასწავლებლები იქნებოდნენ მათი მოსწავლეები. რას შეცვლიდნენ და რას გააუმჯობესებდნენ თავიანთ პროფესიულ ცხოვრებაში.

ამ კითხვაზე პასუხის გასარკვევად, თბილისის 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიდეო გამოკითხვა ჩაატარეს, სკოლამ კი აქტივობის ამსახველი ვიდეო 3 დეკემბერს, საკუთარი Facebook- ის გვერდზე გამოაქვეყნა.

„დაასრულე ფრაზა – მე რომ მასწავლებელი ვიყო..“, – ამ კითხვით მიმართავდა ინტერვიუერი მოსწავლე თანატოლებს.

აი, როგორი პასუხები გასცეს კითხვას 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა:

„მოწავლეებს ქულებს ცოტას მოვუმატებდი და არ დავუწერდი დაბალ შეფასებას“; „მაშინ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვიქნებოდი“; „შევცვლიდი გარემოს და უფრო გავახარებდი ბავშვებს“; „ნაკლებ ტრადიციულ დავალებას მივცემდი მოსწავლეებს“; „გავამრავალფეროვნებდი გაკვეთილებს“; „კვირაში ერთხელ განტვირთვის გაკვეთილს ჩავატარებდი“; „ძალიან სახალისო, ჯგუფურ გაკვეთილებს ჩავატარებდი“; „ჩემი ყველა გაკვეთილი „თავისუფალი გაკვეთილი“ იქნებოდა“, – ამბობდნენ მოსწავლეები გამოკითხვაში.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება - თარიღები და პროცედურები
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი