ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
spot_img
მთავარირჩევები მშობლებს„მშობლისგან ჩაძახილი, რომ ბავშვს მათემატიკის, ხატვის, ან უცხო ენების ნიჭი არ აქვს,...

„მშობლისგან ჩაძახილი, რომ ბავშვს მათემატიკის, ხატვის, ან უცხო ენების ნიჭი არ აქვს, ხშირ შემთხვევაში, მის სწორად განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს” – გიორგი ლიპარიშვილი

ცნობილი პედაგოგი, #მოსწავლებელი და არაერთი სახალისო, შემეცნებითი აქტივობის ავტორი, გიორგი ლიპარიშვილი გვიყვება, რამდენ ხანს უნდა მეცადინეობდეს ბავშვი დაწყებით საფეხურზე, როდისაა მშობლის ჩართულობა აუცილებელი და რატომ ერთულებათ ხოლმე გარკვეული საგნები თუ საკითხები ამ ეტაპზე:

– მეცადინეობაა საგაკვეთილო პროცესიც, თამაშით სწავლებაც და საშინაო დავალებების მომზადებაც. საშინაო დავალებებისთვის მაქსიმუმ 1-2 საათი უნდა იყოს, რომ ბავშვმა დასვენება, თამაში, გართობა და ცოტა ფიქრიც მოასწროს

– კონკრეტულად, რაში უნდა ეხმარებოდეს მშობელი ბავშვს, რომ არც ზედმეტ ჩარევად ჩაითვალოს და საჭირო დროსაც მის გვერდით იყოს?

– ჩემი აზრით, დახმარებად და სწორ ჩარევად ითვლება, როცა ბავშვი დავალებას ვერ იგებს და სთავაზობ – მოდი, ვნახოთ, რა ხდება… მაგრამ მშობელი კი არ აკეთებს მის მაგივრად, შვილს ეხმარება დავალების შესასრულებელი გზების პოვნაში. ზედმეტ ჩარევად, რა თქმა უნდა, ითვლება, როცა მშობელი კარნახობს, ან ამზადებს შვილის დავალებას. შესაძლოა, წაკითხვაში დაეხმაროს, გაიყონ საკითხავი, საქმე გაუადვილოს, შეეშველოს, მაგრამ არა მოუმზადოს დავალებები.

– როგორ ფიქრობთ, როდის არის საჭირო რეპეტიტორის დახმარება?

– დაწყებით კლასებში რეპეტიტორის აუცილებლობა თითქმის არაა. თუ რაიმე განსაკუთრებით უყვარს და უნდა კიდევ უფრო გაიძლიეროს ცოდნა, შესაძლებელია, ან პირიქით, თუ თავს ვერ ართმევს კონკრეტული საგნის გაგებას, მაშინ შეიძლება რეპეტიტორზე ფიქრი, მაგრამ მანამდე, სკოლის მასწავლებელთან, დამრიგებელთან საუბარი, ცდაა მნიშვნელოვანი, რომ ინდივიდუალური მიდგომებით ბავშვის საგაკვეთილო პროცესში სრულყოფილად ჩართვის შესაძლებლობა სცადოს. სკოლა, უნდა იყოს გარანტი, რეპეტიტორის გარეშეც მოსწავლის დაწყებითი და საბაზისო ცოდნის მისაღებად…

– ფიქრობთ, რომ ლექსების დაზეპირება, გაკვეთილები თხრობით მნიშვნელოვანია?

– საგაკვეთილო პროცესში გრძელ-გრძელი ლექსების გაზეპირება მეზედმეტება, შეიძლება პატარა ამონარიდი მთელ პოემაზე მეტი შინაარსის და ამბის მატარებელი იყოს, გაზეპირებას, გულწრფელი, ლაღი, თავისუფალი, გააზრებული კითხვა ჯობს. მოთხრობის ზეპირობასაც, რა თქმა უნდა გააზრება და შინაარსის გადმოცემა ჯობია.

მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი