შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი გრანდიოზული კონცერტით დაიხურა

ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი გრანდიოზული კონცერტით დაიხურა

დედაქალაქში, ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი გრანდიოზული კონცერტით დაიხურა. სტუმრებს 23 დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ საახალწლო განწყობა შეექმნათ. ყოველდღე, დღის თორმეტიდან ღამის ათ საათამდე, საახალწლო სოფლის ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იმართებოდა, მათ შორის: ილუზიონისტების შოუ, თოჯინების თეატრის საახალწლო სპექტაკლი, გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი, თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა, მარიონეტების ჯაზბენდის მუსიკალური გამოსვლა და სხვა.

საღამოობით წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ბენდის, ვოკალისტის, ჯგუფისა და ანსამბლის კონცერტები, რის შემდეგაც საახალწლო სოფლის დღეს დიჯეი ელექტრონული მუსიკით ასრულებდა.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  სტივ ჯობსის საყვარელი 8 წიგნი, რომელთა წაკითხვასაც ის ყველას ურჩევდა
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი