ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
spot_img
მთავარიგანათლებაოთარაანთ ქვრივი - დახასიათება

ოთარაანთ ქვრივი – დახასიათება

„ოთარაანთ ქვრივი“, ეს ის ნაწარმოებია, რომლის დაწერითაც დიდ საზოგადო მოღვაწესა და მწერალს, ილია ჭავჭავაძეს, მიზნად ქართული საზოგადოებისთვის სწორი გზის დანახვება და მისი გამოსწორება ჰქონდა დასახული. კიტა აბაშიძის გადმოცემით ამ ნაწარმოებსაც ნეგატიური გამოხმაურება გამოუწვევია საზოგადოებაში, როგორც ერის მამის სხვა ნაწარმოებებს ეს კი ნიშნავს, რომ ილია სწორედაც, რომ ჭეშმარიტ გზას ადგა . მისი მოთხრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ეპიზოდს „პილპილ-მოყრილი მადლი“ წარმოადგენს, სადაც პირველად მკითხველი ჯერ კიდევ გაცნობის პროცესშია ოთარაანთ ქვრივის ხასიათისა თუ ნაწარმოების მთავარი სათქმელის. ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი , ოთარაანთ ქვრივი , რომლის სახელი რეალურად დღესაც არ ვიცით. მაგრამ აქვს კი ამას მნიშვნელობა? მოკლე პასუხია – არა. მე მიმაჩნია, რომ ოთარაანთ ქვრივი სახეა იდეალურთან ახლოს მყოფი ქალისა, რომელიც ილიამ ქართველ მკითხველს მისაბაძ მაგალითად დაუხატა თავისი კალმით. უცნობი დედაკაცი კონკრეტულად ამ თავში ფიცხ, გაუჩერებელ, შრომისმოყვარე პიროვნებად გვესახება. ამის დასაბუთება თუნდაც შეიძლება ამ მონაკვეთიდან : „— აჰა, ხეთქეო, — ეტყოდა ხოლმე დედაკაცსა, — დაგიღია ეგ შავის მიწით ამოსავსები პირი. შე პირშაო, შენა, და შენი დღენი ძაღლსავით სხვას შეჰყურებ, აგერ გამოხრულს ძვალს გადმომიგდებენო. შე არ-დასაცალებელო, რისთვის მოუცია ღმერთს ეგ ბარძაყის ოდენა მკლავები!.. „ ამას გარდა, ჩემი აზრით, იგი მჭევრმეტყველიც არის, რადგან, მიუხედავად იმისა , რომ იგი იწყევლება, დიალექტით საუბრობს, იგი საუბარში ხშირად იყენებს სხვადასხვა მხატვრულ ხერხებს თავისი სათქმელის გასამძაფრებლად და სხვის გამოსაფხიზლებლად . მაგალითად თუნდაც ზემოთ მოყვანილი ციტატაც გამოდგება, სადაც მკითხველი მის მიერ თქმულში შეხვდება: ეპითეტს, მეტაფორას, შედარებას. ასევე, ზოგიერთ მკითხველს უარყოფითი რეაქციაც კი გასჩენია მისი წყევლის გამო, რომელიც თითქმის მთლიანი თავის განმავლობაში არ წყდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ნიღაბია ოთარაანთ ქვრივისა , ნიღაბი , რომელიც ადამიანს გამოფხიზლებისკენ უბიძგებს. სინამდვილეში იგი სრულიადაც კეთილი და გონიერი ქალბატონია, რომელიც თუნდაც იმ ქალს, გლახას თუ სხვა თანასოფლელს თანაუგრძნობს, უბრალოდ სურს მათ ამ „ჩაგვრით“ მოტივაცია მისცეს მათ და უკეთეს ადგილად აქციოს სოფელი. ამის დამადასტურებელი მომენტი არაერთხელ გამოჩნდა , თუნდაც იქ, როდესაც საცოდავ გლახას საზიზღრად დასალევ, ღვინის ნალექს შეჰპირდა , მაგრამ მის ნაცვლად თავისი სახელგანთქმული, გემრიელი ღვინო დაალევინა. ჩემი აზრით, ოთარაანთ ქვრივის ეს ცხოვრების წესი სწორედაც, რომ ილიას შეხედულებების იდეალური გამოვლინებაა. ოთარაანთ ქვრივი ყველას მწარე, მაგრამ ჭეშმარიტად მართალი სიტყვით მიმართავს, მისი წყევლა სოფელში არავის სიამოვნებს , პირიქით, როგორც სხვა თავებში ვნახულობთ, ეშინიათ კიდეც. მიუხედავად ამისა, მე მესმის ოთარაანთ ქვრივისა და მისი შემქმნელის განზრახვა, ის თუ რისი მიღწევა სურთ მათ. მიზანი ალბათ მარტივი , მაგრამ უმნიშვნელოვანესი რამაა – საზოგადოების გამოფხიზლება, მათი ტემპის აჩქარება , შრომის შეყვარება. სწორედ ეს სჭირდებოდა ქვეყანას უწინ და ახლაც. თუნდაც პარალელი დღევანდელ საქართველოსთან რომ გავავლოთ, რატომ ვართ დღეს ღარიბი ქვეყანა ? იმიტომ, რომ არ გაგვაჩნია საკმარისად მაღალი ტემპი, როგორიც ჩვენნაირ საზოგადოებასა

და სახელმწიფოს ესაჭიროება. ქართული ეკონომიკა თავისი 5%-იანი ზრდით ძვლივსძვლივობით მიზოზინებს განვითარების გზაზე. „არა, შე ოყრაყო, ოთარაანთ ქვრივი დედაა შენი, მამაა, თუ შენი მოვალეა, რომ შეგინახოს! აი გაგიხმეს ეგ ხელ-ფეხი რისთვის გასხია ეგენი მაგ მუტრუკს ტანზედ, თუ ვერ მოგიხმარებია?“ სწორედ ამას ხედავდა ილია ჭავჭავაძე იმ დროინდელ საზოგადოებასა და ქვეყანაშიც . მიმაჩნია, რომ ოთარაანთ ქვრივი მისი შეხედულებების ქალი პროტოტიპია ნაწარმოებში . იგი უხეში საუბრითა და წყევლით ელაპარაკება საცოდავ და გაჩანაგებულ სოფლელებს (ილიას შემთხვევაში მწარე სიმართლით აღსავსე და ქართველთა უმეტესობისთვის საწყენი ნაწარმოებებით), მაგრამ სინამდვილეში, მას მაინც უყვარს და გული შესტკივა მათ უბედურებაზე (ანალოგიურად ერის მამასაც, რა თქმა უნდა), საბოლოოდ, მიუხედავად მისი ენამჭევრულად თქმული, სილასავით გამრტყმელი სიტყვებისა, მას მაინც სარგებელი მოაქვს მათთვის, როგორც ავტორის ნაწარმოებებს, ერთს წარმოადგენს – გონზე მოყვანის პროცესის დაწყება, ხოლო მეორე – ოთარაანთ ქვრივის ტკბილი ღვინო ან მის მიერ ნაყიდი შოთი პური . ჩემი აზრით, კონკრეტულად ეს მეორე ქმედება სიმბოლოა იმისა თუ როგორ წარმოედგინა იმ დროინდელ ქართველ ხალხს ილიას გულსატკენ ნაწარმოებთა შედეგი (მძაღე ღვინოდ ) და რეალურად, რა მოიმკა მან და რამდენად სასიამოვნო აღმოჩნდა თავის დროზე გონებაში მწარედ წარმოსახული, სინამდვილეში კი ტკბილი სიმართლე. ილია ჭავჭავაძე თავის მთავარ სათქმელს შესანიშნავად, ოსტატურად გვიხატავს. მისი ნაწარმოები რეალისტური მოძრაობის წარმომადგენელია, მაშასადამე , არც არის გასაკვირი ამ ნაწარმოების ბუნებრივობა. ნაწარმოების ეს თვისება ერთ-ერთმა მხატვრულმა ხერხმა , დიალოგმა განაპირობა, მკითხველი ეპიზოდის დასაწყისიდან, დასასრულამდე მას მრავალჯერ იყენებს, თვალსაჩინო მაგალითია: „— აჰა, შე არ-დასარჩენო, ამოისხი და ჩაიცვი. იქნება ამოსხმაც არ იცოდე, შე დასაღუპავო. — რაო, ოთარაანთ ქვრივო, გემართა მაგისი, თუ რა არის? — ჰკითხა ქოსმანსავით გათხვირულმა მედუქნემ. — მაშ არა-და, მაგის თავის მზემ, ჩემს თავს პურს დავაკლებდი და მაგის ქალამანში მივცემდი, — იტყუა ოთარაანთ ქვრივმა.“ ავტორი აგრეთვე, ოთარაანთ ქვრივისა და სხვა რიგითი პერსონაჟების სახეების გასამძაფრებლად და უფრო რეალისტურად წარმოსაჩენად იყენებს მრავალფეროვან ეპითეტებს, როგორებიცაა: („წუმპე ნაძირალა“, „დედაკაცი ცოტა უხეირო, უნდილი რამ იყო“) როგორც ზემოთ ვთქვი, ქართველი მწერალი ოთარაანთ ქვრივს საკმაოდ ენამჭევრად ალანძღინებდა უსაქმურ ხალხს, ხოლო ამის მისაღწევად მან გამოყენა მეტაფორა და მხატვრული შედარება. არსებითი სახელისა და ზმნის გადატანითი მნიშვნელობის მქონე წინადადების ერთერთი შესანიშნავი მაგალითია: „ვერა ჰხედავ, შე გულმკვდარო, რომ ვინც კია, წელებზედ ფეხს იდგამს“ ხოლო, შედარების: „მკლავები!.. დახე, დახე, ამ წუწკსა, წუწკის შვილსა, სამგლე გოჭსავით გათხვირულა“ ავტორმა ოთარაანთ ქვრივის სიტყვებში აგრეთვე, მიმართა ირონიასაც, რომლითაც მკითხველს დაანახვა ის კახური იუმორიც, შესაბამისად გააბუნებრივა და გაამკვეთრა მთავარი პერსონაჟის სახე.

დასასრულს ვიტყოდი, რომ „ოთარაანთ ქვრივის“ ეს თავი შესანიშნავია თავისი აზრითა და მხატვრული ენით. ამ ეპიზოდში ნათლად ვეცნობით ოთარაანთ ქვრივის ნიღაბსა და მის შეხედულებას, რომ შრომაა მთავარი ამ ცხოვრებაში, გარჯა და მოძრაობა! წყარო

#drpkhakadze  #sheniganatleba

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

ნოემბერი 23, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

ნოემბერი 24, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ფეიხოა -ძალიან სასარგებლო ხილი

ფეიხოა -ძალიან სასარგებლო ხილი

ნოემბერი 24, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
4 ყველაზე სადღესასწაულო მიმართულება ევროპაში შობის აღსანიშნავად

4 ყველაზე სადღესასწაულო მიმართულება ევროპაში შობის აღსანიშნავად

24 ნოემბერი 2024
ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ნოემბერი 24, 2024
აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

ნოემბერი 24, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი