თაღლითობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმის, ყალბი ფულისგან დაზღვეული არავინ ვართ. ეს შეიძლება შემთხვევით, გადახდისას აღმოვაჩინოთ და დაბრკოლება შეგვექმნას – ბანკში მისვლა და კუპიურის გამოცვლა მოგვიწიოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ უნდა დავიცვათ თავი და ვიყოთ ფხიზლად, რომ უიღბლო სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ.
ფულთან ურთიერთობას მცირე ასაკიდან ვსწავლობთ და ყოველდღიურად ვიყენებთ სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტს თუ მონეტას. სწორედ ამიტომ, მეტი უნდა ვიცოდეთ იმ სპეციალური ხელსაწყოების – ამოსაცნობი ნიშნების შესახებ, რომლებიც დაგვეხმარება, რომ მეტად დაცულები ვიყოთ.
ალბათ ყველამ ვიცით, რომ ბანკნოტებზე არაერთი ასეთი ნიშანია დატანილი, ზოგი მათგანი ხილულია, ზოგიც დახრით თუ ხელის შეხებით გვანიშნებს, ყველაფერი რიგზეა თუ არა. ყალბი და ნამდვილი კუპიურა ერთმანეთისგან არაერთი ნიშნით შეგვიძლია განვასხვაოთ და მათ ნაწილზე ბევრს წარმოდგენაც არ აქვს.
ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ ამ მიმართულებით ცნობიერების გაზრდისთვის დაეწყო ვიდეოების სერია – ფინანსური განათლების გაკვეთილები ბავშვებისგან. სხვადასხვა ვიდეოში გონებამახვილი ბავშვები უკეთ აგვიხსნიან ყველა დეტალს, რომელიც ბანკნოტებთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ და ფულის შესახებ ბევრ სხვა საჭირო კითხვასაც უპასუხებენ.
ეროვნული ბანკის ვიდეოების გმირები მარტივად და საინტერესოდ უპასუხებენ ისეთ კითხვებს, როგორიც არის:
-
- როგორ ამოვიცნოთ ყალბი და ნამდვილი ფული?
- რა არის ის ამომცნობი ნიშნები, რომლებსაც უნდა დავაკვირდეთ?
- რა მოხდება თუ ყალბ ფულს გამოიყენებ?
- როგორ მოვიქცეთ, თუ ფული დაგვიზიანდა?