ორშაბათი, აპრილი 7, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიპრინცმა ჰარიმ ტაბლოიდებს „ისტორიული სასამართლო“ მოუგო. რას ნიშნავს ეს?

პრინცმა ჰარიმ ტაბლოიდებს „ისტორიული სასამართლო“ მოუგო. რას ნიშნავს ეს?

პრინცმა ჰარიმ ნაწილობრივ მოიგო საქმე, რომელიც მან ბრიტანული ტაბლოიდის – Daily Mirror-ის წინააღმდეგ წამოიწყო. სამეფო ოჯახის წარმომადგენელი აღნიშნულ გამოცემას ედავებოდა მობილური ტელეფონის გატეხვასა და სხვა უკანონო მეთოდების გამოყენებას, რასაც ჟურნალისტები ცნობილი ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მიმართავდნენ. თუ რა მოხდა რეალურად, BBC-მ გაარკვია.

რა ხდება?

ლონდონის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სასექსის ჰერცოგის მობილური ტელეფონი Daily Mirror-ისა და Mirror Group-ის (MGN) ჰოლდინგში შემავალი სხვა გაზეთების თანამშრომლებმა ნამდვილად გატეხეს. მოსარჩელემ უნდა მიიღოს კომპენსაცია 140,6 ათასი ფუნტი სტერლინგის (დაახლოებით, 180 ათასი აშშ დოლარი) ოდენობით. MGN-მა ბოდიში მოიხადა და „ისტორიული დანაშაული“ აღიარა.

როგორც პრინც ჰარის ადვოკატმა დევიდ შერბორნმა განაცხადა, ახლა უკვე ჯერი ფინანსურ მარეგულირებლებსა და პოლიციაზეა. სწორედ მათ უნდა წაუყენონ ბრალი ზემოთ ხსენებულ გამომცემლობებს. შერბორნის თქმით, გამოძიებამ გამოავლინა „სისტემური და შემზარავი ქცევის“ შოკისმომგვრელი მასშტაბი, რის შესახებაც MGN-ის ხელმძღვანელობა აშკარად საქმის კურსში იყო. „დღეს დიდი დღეა – სიმართლის დადგენისა დ ასევე, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ადვოკატმა პრინცი ჰარის სახელით.

პრინც ჰარის საქმე  „ტელეფონის ფართომასშტაბიან გატეხვას“ ეხებოდა. მოსამართლე ტიმოთი ფენკორტმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ 33 საგაზეთო სტატიიდან 15-ში გამოყენებული მასალები უკანონო  გზით იყო მოპოვებული. დანარჩენი 18, ფენკორტის თქმით, შეიძლებოდა დაწერილიყო ინფორმაციის მოძიების სხვა მეთოდების გამოყენებით, რომლებიც იმ დროისთვის ლეგალური იყო.

რატომ იყო ეს სასამართლო პროცესი „ისტორიული“?

სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და შვიდ კვირას გაგრძელდა. მას „ისტორიული მასშტაბის მოვლენა“ უწოდეს, რადგან პრინცი ჰარი გახდა 130 წლის განმავლობაში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პირველი წევრი, რომელიც სასამართლო პროცესზე მოწმის სახით გამოცხადდა. ღია სასამართლო პროცესზე გამოსვლისას ის იყო არა მხოლოდ მოსარჩელე, არამედ – მოწმეც. ჰარიმ გამომცემლები წლების განმავლობაში მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის უკანონო მეთოდებით შეგროვებაში დაადანაშაულა. აქ იგულისხმებოდა მობილური ტელეფონის ხმოვანი შეტყობინებების მოსმენა და კერძო დეტექტივების დაქირავება.

READ  ჰენრიხ მერვე - ქარიზმატული მეფე თუ პარანოიდი ტირანი

მისი თქმით, 1995-დან 2011 წლამდე, გაზეთებმა Daily Mirror-მა, Sunday Mirror-მა და People-მა გამოაქვეყნეს ათობით ახალი ამბავი ჰარის ყოფილ შეყვარებულთან – ჩელსი დეივისთან ურთიერთობის, სამხედრო სამსახურისა და უკანონოდ მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, ნარკოტიკების მოხმარების შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოსამართლე ფენკორტმა განაცხადა, რომ „განხილული 33 სტატიიდან 15 ჰარის ან მისი ნაცნობების მობილური ტელეფონების გატეხვის ან ინფორმაციის მოპოვების სხვა უკანონო მეთოდის შედეგი იყო“. „ეს ხდებოდა დაახლოებით 2003 წლის ბოლოდან 2009 წლის აპრილამდე“, – განმარტა მოსამართლემ.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანარჩენ სტატიებში ვერ აღმოაჩინა ჰაკერების ჩარევის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამ შემთხვევებში ჰარის ეჭვები განაპირობა იმან, რომ აღნიშნულ პერიოდში ტელეფონის გატეხვა მართლაც ფართოდ იყო გავრცელებული Mirror Group-ში. ამასთანავე, პრინცი ჰარი არ იყო ერთადერთი მოსარჩელე Mirror Group-ის წინააღმდეგ ამ საქმეში. ასეთი ადამიანების რაოდენობა 100-ს აღწევდა. მათ შორის იყვნენ მომღერალი შერილი, აწ გარდაცვლილი ჯორჯ მაიკლი (რომლის ინტერესებსაც მისი მემკვიდრეები წარმოადგენდნენ), ყველაზე პოპულარული ბრიტანული სერიალის – „კორონაციის ქუჩის“ მსახიობები, ცნობილი კომიკოსის – პოლ უაიტჰაუსის ყოფილი მეუღლე და სხვები.

ამ პროცესის ერთ-ერთი გახმაურებული აღმოჩენა იყო ის ფაქტი, რომ სასამართლოს დადგენილებით, ტაბლოიდების მაღალი რანგის რედაქტორები პირადად იყვნენ ჩართულნი ცნობილი ადამიანების შესახებ ინფორმაციის უკანონო შეგროვებაში. კერძოდ, აქ იგულისხმება Daily Mirror-ის ყოფილი რედაქტორი პირს მორგანი, რომელიც მოგვიანებით, სწორედ ამის შედეგად, ცნობილი ტელეწამყვანი გახდა. პრინც ჰარის ადვოკატის განცხადებით, ასეთი ქმედებისთვის მათ პასუხისმგებლობა უდა დაეკისროთ. Mirror Group (MGN)-ის გამომცემლებმა განცხადება გაავრცელეს. ”ჩვენ მივესალმებით დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც ცხადყოფს, რომ მრავალი წლის წინ მომხდარი მოვლენების შემდეგ, ბიზნესმა წინსვლა უნდა განაგრძოს. იმ სიტუაციისთვის, რომლის დროსაც ისტორიული დანაშაული მოხდა, ჩვენ ცალსახად ბოდიშს ვიხდით, ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას, რომ შესაბამისი კომპენსაცია გადავიხადოთ”, – აცხადებენ ისინი. წყარო

#drpkhakadze  #sheniganatleba

READ  როგორია ცნობილი ადამიანების გამონათქვამები სამშობლოსა და პატრიოტიზმზე
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
რა არის დისლექსია? როგორ ვამოვიცნოთ დისლექსია?

რა არის დისლექსია? როგორ ვამოვიცნოთ დისლექსია?

აპრილი 7, 2025
მარტივი სადილის იდეები — სწრაფი და გემრიელი გადაწყვეტილებები ყოველდღიურად

მარტივი სადილის იდეები — სწრაფი და გემრიელი გადაწყვეტილებები ყოველდღიურად

7 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი