ორშაბათი, მაისი 19, 2025
spot_img
მთავარიგანათლებარა ამოცანებს შეიძლება მოიცავდეს სასკოლო ექსკურსია

რა ამოცანებს შეიძლება მოიცავდეს სასკოლო ექსკურსია

ავტორი: თაია მახარაშვილი, ჟურნალისტი, კომუნიკაციის სპეციალისტი, განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის მაგისტრანტი

სასკოლო ექსკურსია შემეცნებით-გასართობი ღონისძიებაა, რომელიც დაგეგმვის ეტაპიდანვე შეიძლება მოსწავლეებისთვის დიდ თავგადასავლად აქციო. როგორ ხდება ეს? – პირველ რიგში, მიზნისა და ამოცანების განსაზღვრით. ეს მიზანი მხოლოდ ქალაქგარეთ გასვლა და რომელიმე ძეგლის დათვალიერება როდია, არამედ, არაფორმალური და ფორმალური განათლების, გამჭოლი კომპეტენციებისა და უნარების თავისუფალ, არასასკოლო გარემოში განვითარება.

ექსკურსია შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ამოცანებს. მათ შორისაა:

  • ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გადაცემა;
  • კულტურისადმი დადებითი დამოკიდებულების გამომუშავება;
  • მოქალაქეობრივი მოვალეობების გაცნობიერება;
  • სოციალური, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  • ცოდნის გადატანა პრაქტიკაში;
  • ცოდნის განმტკიცება;
  • დამოუკიდებლობის და პასუხისმგებლობის ხარისხის ზრდა;
  • ერთი თემის ფარგლებში სხვადასხვა დისციპლინების კავშირის დადგენა;
  • კლასში ურთიერთობების გაუმჯობესება და ბულინგის პრევენცია;
  • მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების, უნარების, პიროვნული თვისებების წარმოჩენა და ა.შ.

ექსკურსიები შეიძლება განსხვავდებოდეს:

  • თემატიკით;
  • შერჩეული ადგილმდებარეობით;
  • მშობლების ჩართულობის ფორმით;
  • მასწავლებელთა და საგანთა რაოდენობით;
  • საექსკურსიო ობიექტების რაოდენობით;
  • გართობის კომპონენტით და სხვა.

მოსწავლეთა ჩართულობა

ექსკურსია უფრო საინტერესო, შთაბეჭდილებებით სავსე, უფრო ორგანიზებული და უსაფრთხო იქნება, თუ მოსწავლეები პირველივე დღიდან ჩაერთვებიან დაგეგმვის პროცესში და მასწავლებელს დაეხმარებიან მოსამზადებელ სამუშაოებში. კერძოდ:

  • გააკეთებენ არჩევანს რამდენიმე ადგილმდებარეობასა და საექსკურსიო ობიექტს შორის;
  • თვითონვე დაამუშავებენ და მოამზადებენ საექსკურსიო ობიექტის ირგვლივ თემატურ მასალებს, რომელსაც ადგილზევე წარადგენენ და გიდობასაც გასწევენ;
  • განსაზღვრავენ მენიუს;
  • შეიმუშავებენ გრაფიკს;
  • დაგეგმავენ გუნდურ თამაშებს (ინტელექტუალურ, შემოქმედებით და სპორტულ შეჯიბრს, სახალისო აქტივობებს);
  • განსაზღვრავენ ექსკურსიის უკუკავშირის ფორმას, რომელსაც სკოლაში დაბრუნების შემდეგ გამოიყენებენ.

ბავშვების ამგვარი ჩართულობა მთელი საექსკურსიო დღის განმავლობაში შეუნარჩუნებს მათ ინტერესს, გამოუმუშავებს გადაწყვეტილების მიღების, გუნდურობის, ორგანიზების უნარებს და პასუხისმგებლობას.

რაც შეეხება მშობლების ფუნქციებს, როგორც წესი, ისინი ზრუნავენ:

  • ტრანსპორტირებაზე;
  • კვებაზე;
  • პირველადი საჭიროების მედიკამენტების ჩანთის მომზადებაზე და ა.შ.
READ  თელაველი პედაგოგი გლობალური მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი გახდა
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი