თუ ყავას სვამთ, ბუნებრივია, რომ ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს ინტერესი ამ სასმელის მიმართ.
ამერიკის პედიატრიის აკადემიამ თქვა, რომ ბავშვებმა თავი უნდა აარიდონ კოფეინს 12 წლის ასაკამდე და 12-დან 18 წლამდე ასაკში, მათ შეიძლება მიიღონ დღეში მაქსიმუმ 100 მგ კოფეინი.
რატომ არის ადრეულ ასაკში ყავის მიღება პრობლემა?
ყველა ის ეფექტი, რომელიც შეიძლება მოზარდებმა იგრძნონ კოფეინის მოხმარების დროს, შეიძლება იგრძნონ ბავშვებმაც, მათ შორის შფოთვა და არტერიული წნევის გაზრდა.
რადგან ბავშვები უფრო პატარები არიან, გავლენის მოსახდენადსტიმულატორს გაცილებით ნაკლები რაოდენობაა საჭირო. კერძოდ, ყავას შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვების ძილზე. კოფეინს შეუძლია გაართულოს ბავშვის ძილი და რადგან ძილი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, არ არის რეკომენდირებული მათთვის კოფეინის მიცემა.
თუმცა, დადგენილი არ არის ზუსტი გავლენა, რომელსაც კოფეინი შეიძლება ახდენდეს ბავშვზე. მაგრამ, ვინაიდან, ისინი სწრაფად იზრდებიან და ვითარდებიან, ექსპერტები იკვლევენ შეიძლება თუ არა ამ სტიმულატორს ნეგატიური გავლენა ჰქონდეს ტვინის ჯანმრთელობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მონაცემი ვარაუდობს, რომ ყავის დალევისას ბავშვები შეიძლება უფრო ფხიზლად გრძნობდნენ თავს, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები ასევე შეიძლება გახდნენ დამოკიდებული ამ სტიმულატორზე, რაც არ არის კარგი.
იმის ნაცვლად, რომ დალიონ კოფეინირებული სასმელები, ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ სხვა მათთვის უფრო ჯანსაღი სასმელები, რათა თავიდან აიცილონ ეს სტიმულატორი. სავსებით შესაძლებელია, ადამიანებმა თავი მოდუნებულად იგრძნონ დეჰიდრატაციის გამო და არა კოფეინის ნაკლებობის გამო. 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში კი რეკომენდირებულია დარწმუნდეთ, რომ ისინი იღებენ ისეთ ყავას, რომელიც შეიცავს მაქსიმუმ 100 მგ კოფეინს.