სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
spot_img
მთავარიგანათლებარა გავლენა აქვს ტექ მოწყობილობებს ბავშვების ტვინზე - 33 კვლევის ანალიზი

რა გავლენა აქვს ტექ მოწყობილობებს ბავშვების ტვინზე – 33 კვლევის ანალიზი

თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში ბავშვები ელექტრონულ მოწყობილობებს აქტიურად იყენებენ. ეს შესაძლოა, სწავლის პროცესში და გართობის მიზნით გამოსადეგი იყოს, მაგრამ როგორ აისახება ეკრანებთან გატარებული დრო მათ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე?

მეცნიერებმა ამის გასაგებად 23 წლის განმავლობაში განხორციელებული 33 კვლევა გააანალიზეს. ეს 12 წელზე ნაკლები ასაკის 30 000-მდე ბავშვის ტვინის გამოსახულებების შესწავლას მოიცავდა.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეკრანებთან ხანგრძლივი პერიოდის გატარება ტვინის პრეფრონტალურ ქერქში ცვლილებებს იწვევს. ეს ნაწილი ისეთ რთულ კოგნიტიურ ფუნქციებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა ინდივიდუალობის გამოხატვა, გადაწყვეტილებების მიღება, სოციალური ქცევა და ა.შ.

გარკვეული გავლენა დაფიქსირდა საფეთქლის წილზეც, რომელიც მრავალ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობს, მაგალითად, მახსოვრობაში, მეტყველებაში, ვიზუალურ აღქმაში და სხვა. ასევე, ცვლილებები შენიშნეს კეფისა და თხემის წილებშიც, რომელთაგანაც პირველი ვიზუალური, მეორე კი შეხებითი ინფორმაციის გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი.

ახალი კვლევის თანახმად, ტექ მოწყობილობების ხანგრძლივად გამოყენება უარყოფითად ზემოქმედებს ყურადღებაზე, აღმასრულებელ, ამკრძალავ და კოგნიტიურ ფუნქციებზე, ასევე, ტვინის ფუნქციურ კავშირებზე. მეტყველებისა და კოგნიტიური კონტროლის ასეთი კავშირები მით უფრო მცირდება, რაც უფრო მეტ დროს ატარებენ ბავშვები ეკრანებთან. ამან შესაძლოა, გონებრივი განვითარება შეაფერხოს.

აღმოჩნდა ისიც, რომ პლანშეტების მომხმარებელ ბავშვებს უჭირთ ისეთი დავალებების შესრულება, რომლებიც პრობლემის გადაჭრას გულისხმობს. 4 კვლევაში ტვინში უარყოფითი ცვლილებები გამოვლინდა ინტერნეტისა და ვიდეოთამაშების ჭარბი მოხმარების გავლენითაც.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებს მხოლოდ საზიანო ეფექტები არ დაუფიქსირებიათ. ავტორებმა დაადგინეს, რომ ციფრულმა გამოცდილებებმა, მათ შორის ვიდეოთამაშებმა, შესაძლოა, ბავშვის ტვინის ფუნქციონირება პირიქით, გააუმჯობესოს კიდეც.

ისინი ამბობენ, რომ ეს მონაცემები აღმზრდელებმა და მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ. მათი თქმით, სასურველია, ეკრანებთან დიდი დროის გატარების აკრძალვის ნაცვლად უფრო ინოვაციური მიდგომები დაინერგოს, რომელთა დახმარებითაც ბავშვის ტვინის ჯანსაღ განვითარებას შევუწყობთ ხელს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Early Education and Development გამოქვეყნდა.

#drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
უძილობა მჭირს. რა ვქნა? – გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?

უძილობა მჭირს. რა ვქნა? – გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

ნოემბერი 26, 2024
„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“

„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“

ნოემბერი 26, 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
თბილისის მეტრო — ისტორია და განვითარება

თბილისის მეტრო — ისტორია და განვითარება

ნოემბერი 26, 2024
ბოლნისური ღვინოები „მერანოს ღვინის ფესტივალზე“ — 7 მედალი და საერთაშორისო აღიარება

ბოლნისური ღვინოები „მერანოს ღვინის ფესტივალზე“ — 7 მედალი და საერთაშორისო აღიარება

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი