შაბათი, მაისი 31, 2025
მთავარიბაღებირა საჩუქრები გადაეცემათ საახალწლოდ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს

რა საჩუქრები გადაეცემათ საახალწლოდ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს

ყოველწლიურად თბილისის მერია საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლოდ სხვადასხვა ტკბილეულსა და ნუგბარს გადასცემს. წელსაც პატარებისთვის შესასყიდი საჩუქრებისთვის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა და წინადადებების მიღება უკვე დაამთავრა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად, ერთ სასაჩუქრე ყუთში შემდეგი სახის ტკბილეული უნდა იყოს:

თითოეული შეფუთვა უნდა შედგებოდეს არანაკლებ 450 გრ ტკბილეულისგან, მათ შორის:

  • შოკოლადის მინი ფილა არანაკლებ 25 გრ.
  • ვაფლის ბატონი არანაკლებ 65 გრ.
  • შოკოლადის ბატონ(ებ)ი ჯამში არანაკლებ 40 გრ. შიგთავსით (ქოქოსის ან/და კარამელის ან/და არაქსის შიგთავსებით)
  • შოკოლადი არანაკლებ 100გრ (მინიმუმ 4 სახეობა)
  • კარამელის კანფეტი არანაკლებ 4 სხვადასხვა სახეობა (ორი სხვადასხვა შიგთავსით) არანაკლებ 220 გრ.

თითოეული სახეობა ტკბილეული უნდა იყოს ქარხნული შეფუთვით და არ უნდა შეიცავდეს ბავშვთა კვებაში დაუშვებელ საღებავებს, კონსერვატებს, გმო-ს და ორგანიზმისთვის სხვა საშიშ ქიმიურ ელემენტებს.

მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2 (ორი) თვე მოწოდების მომენტისთვის. სრულად

READ  ყოველი მეორე სკოლის დირექტორი და მასწავლებელი ამბობს, რომ „მწვავეა მასწავლებლების გადატვირთულობის პრობლემა“
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

LIVE