ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებირას ეძებდნენ Google-ში უველაზე ხშირად 2023 წელს? - წლის ყველაზე პოპულარული საძიებო...

რას ეძებდნენ Google-ში უველაზე ხშირად 2023 წელს? – წლის ყველაზე პოპულარული საძიებო მოთხოვნები

Google-მა წელი შეაჯამა და ყველაზე პოპულარული საძიებო მოთხოვნები დაასახელა. კომპანიამ ისინი კატეგორიებად დაყო, როგორებიცაა: ახალი ამბები, ფილმები, არტისტები, მსახიობები, თამაშები და ა.შ.

ახალი ამბების კატეგორიაში 2023 წელს ყველაზე ხშირად ისრაელისა და „ჰამასის“ ომს „გუგლავდნენ“. მეორე ადგილზე გავიდა ბატისკაფ „ტიტანის“ კატასტროფა, მესამეზე კი მიწისძვრა თურქეთში.

პოპულარული ადამიანების კატეგორიაში ყველაზე დიდი ინტერესი მსოფლიოს მასშტაბით გამოიწვიეს დამარ ჰემლინმა, ჯერემი რენერმა და ენდრიუ ტეიტმა.

რაც შეეხება გარდაცვლილ მსახიობებს, ყველაზე ხშირად Google-ში მეთიუ პერის შესახებ ეძებდნენ ინფორმაციას. მეორე ადგილზე ამ კატეგორიაში ტინა ტერნერი გავიდა, მესამეზე კი შინეიდ ოკონორი.

ფილმებს შორის პირველ ადგილზე „ბარბი“, მეორეზე კი „ოპენჰაიმერი“ გავიდა. ყველაზე პოპულარული მომღერალი კი შაკირა აღმოჩნდა.

#drpkhakadze  #sheniganatleba

READ  ენდრიუ კარნეგი - როგორ იქცა ღარიბი შოტლანდიელი ბიჭი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად და ქველმოქმედად
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი