პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებირატომ არ ჩავიდა სტალინი დედის დაკრძალვაზე საქართველოში

რატომ არ ჩავიდა სტალინი დედის დაკრძალვაზე საქართველოში

1937 წლის ზაფხულში, დიდი ტერორის დროს, საქართველოში გარდაიცვალა იოსებ სტალინის დედა, ეკატერინა ჯუღაშვილი. სახელმწიფოს მეთაური, რომელიც წერილებში ათას წელ სიცოცხლეს უსურვებდა დედას, თბილისში მის დაკრძალვაზე არც კი მისულა.

ეკატერინა (კეკე) ჯუღაშვილი არ გამოირჩეოდა კარგი ჯანმრთელობით. 1902 წელს, სტალინმა დაწერა, რომ მისი დედა ძალიან ახველებდა. მარტოობაც არ უწყობდა ხელს ხანდაზმული ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობას. კეკე თბილისში ყოფილი სამეფო გუბერნატორის სასახლეში ცხოვრობდა, მისი ოჯახის სხვა წევრებისგან იზოლირებული იყო. 30-იანი წლების დასაწყისში იგი შვილს კრემლში ეწვია, მაგრამ დარჩენა არ მოისურვა და საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.

”მას არ უნდოდა კრემლში ნესტიან მიწაზე ყოფნა, ” – თქვა ლავრენტი ბერიამ. მისი პროგნოზი რამდენიმე წლის შემდეგ განხორციელდა: ეკატერინა ჯუღაშვილი მძიმედ დაავადდა პნევმონიით.

79 წლის ქალი გარდაიცვალა. ქალი, რომელმაც მე –20 საუკუნის ერთერთი ყველაზე დიდი დიქტატორი დაბადა. ექიმებმა გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კარდიოსკლეროზი დაასახელეს.

იმ დროს, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სტალინმა შეიარაღებული ძალების გრანდიოზული წმენდა დაიწყო. სტალინმა განიხილა საკითხი წითელი არმიის მაღალი სარდლობის შეთქმულების თაობაზე ეჟოვთან, მოლოტოვთან და კაგანოვიჩთან. სწორედ ამ შეხვედრაზე განისაზღვრა ბრალდებულების შემადგენლობა “ანტისაბჭოთა ტროცკისტული სამხედრო ორგანიზაციის” საქმეში.

ამ ფონზე, სტალინის პირადი ცხოვრების მოვლენას შეიძლება დაემახინჯებინა დღის წესრიგისა, რომელიც მას ძალიან სჭირდებოდა. სტალინმა მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება – კეკეს სიკვდილი საჯაროდ გამოცხადდა საქართველოში, ხოლო სხვა რესპუბლიკების მაცხოვრებლებს არ უნდა სცოდნოდათ ამის შესახებ. ოფიციალურად არავის უთქვამს სამძიმარი სტალინისთვის. ლიდერს მთავარი საკითხი უნდა გადაეწყვიტა – დაკრძალვაზე დასწრებულიყო თუ არა.

1937 წლის 8 ივნისს ეკატერინა ჯუღაშვილი (გელაძე) დაკრძალეს თბილისის მთაწმინდის პანთეონში, რომელიც განკუთვნილი იყო საქართველოს გამოჩენილი მოღვაწეების დაკრძალვისთვის. ცერემონია მართლმადიდებლური წესის მიხედვით ჩატარდა. კუბო მიქონდათ ლავრენტი ბერიას და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ოფიცრებს, მათ თან მიყვებოდათ სახალხო თავდაცვის კომისარი კლიმენტი ვოროშილოვი.

თავად იოსებ სტალინი მხოლოდ სიმბოლურად იყო წარმოდგენილი . საფლავზე მიიტანეს გვირგვინი, რომელზეც ქართულად იყო წარწერა – “ძვირფას და საყვარელ დედას შვილისგან იოსებ ჯუღაშვილისგან.” სტალინმა შვილებს – იაკობს, ვასილს და სვეტლანასაც არ მისცა უფლება, რომ წასულიყვნენ ბებიასთან გამოსამშვიდობებლად.

როგორც ჩანს, ამ საქციელის მიზეზი მხოლოდ ის არ იყო, რომ სტალინმა მნიშვნელოვანი საკითხების გამო ვერ დატოვა მოსკოვი. მას უბრალოდ შეეძლო 1 დღით გადაფრენილიყო მოსკოვში და შემდეგ უკან დაბრუნებულიყო. საინტერესოა ისტორიკოს ედუარდ რაძინსკის ვერსია – რომ სტალინს ეშინოდა რეპრესირებულთა შურისძიებისა.

სავარაუდოდ, მართლები არიან ისინი, ვინც სტალინის საქციელში ხედავენ, მისი დედისადმი ნამდვილ დამოკიდებულებას. როგორც სვეტლანა ალილუიევა ამბობდა, მამამისს ეშინოდა დედისა. ამდენი წლის შემდეგაც მან ვერ აღმოფხვრა ის შიში, რომელიც ბავშვობიდან დარჩა, როდესაც კეკე უმოწყალოდ სცემდა სამაგალითო ვაჟს.

#drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

ნოემბერი 28, 2024
ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ნოემბერი 28, 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი