კვირა, ოქტომბერი 19, 2025
spot_img
მთავარიგანათლებარატომ უნდა დახარჯოთ საუკეთესო წუთები სხვისი ცხოვრების კონტროლში. ამდენი დრო საკუთარი თავის...

რატომ უნდა დახარჯოთ საუკეთესო წუთები სხვისი ცხოვრების კონტროლში. ამდენი დრო საკუთარი თავის განვითარებას დაუთმეთ, წიგნი იკითხეთ“ – მამა პეტრე კოლხი მიმართვას ავრცელებს

პეტრე კოლხმა გაავრცელა ვრცელი მიმართვა, რომელითაც იმ ადამიანების კომენტარებს ეხმიანება, რომლებიც მუდმივად სხვისი ცხოვრებით არიან დაკავებულები.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დატკბით ცხოვრებით, ის ერთი ამოსუნთქვაა… ერთხელ იბადებით, ერთხელ კვდებით… რატომ უნდა დახარჯოთ საუკეთესო წუთები, სხვისი ცხოვრების კონტროლში. რატომ უნდა დაუთმოთ უსაზღვროდ დიდი დრო, სხვების განხილვას და კონტროლს.

ძალიან ინანებთ, ძალიან გული დაგწყდებათ, უკან მოიხედავთ და ხელში აღარაფერი შეგრჩებათ, ცარიელი, უაზროდ გადაღლილი და ჰაერში გაფანტული წლების გარდა.

თქვენი აზრით და ჭკუით არავინ იცხოვრებს… უკეთესი იქნება, თქვენც არ იცხოვროთ… მით უმეტეს თავისუფალი სულის ადამიანს, ვისაც ინტელექტიც მაღალი აქვს, გონებაც და განათლებაც, კოლექტიური აზროვნების ჩარჩოში ვერასდროს გამოამწყვდევთ…

სრულიად უსაფუძვლოდ ნერვებს იშლით, გულს იხეთქავთ, ისტერიკაში ვარდებით, მაგრამ მას, ვისაც ყველა ბრუნვაში ატრიალებთ, მხოლოდ მოტივაციას აძლევთ და ინტერესს უღვივებთ, ხელი ევერესტიდან დაგიქნიოთ… იქ კი, არავის ხმა აღწევს, არც ქვების და ტალახის სროლა წვდება, უკან გიბრუნდებათ და ისევ თქვენ ზარალდებით…

ჰო, კიდევ შურს ებრძოლეთ… რაც არ უნდა აღმართოთ ხელები ცისკენ, ღმერთს ვერ იგრძნობთ, თუ შურით დამძიმებულები და გათანგულები დააბიჯებთ…

გარეგნულად ყველას ეტყობა, სინამდვილეში ვის რა ამძიმებს… ჩვენ რეალობაში, ძალიან პატარა ასაკში ბერდებიან, რაც ასაკის სიმრავლით არა, სხვისი ცხოვრების ჩასაფრებით და განხილვით არის გამოწვეული.

ამდენი დრო საკუთარი თავის განვითარებას დაუთმეთ. წიგნი იკითხეთ, მუსიკას მოუსმინეთ, საინტერესო ფილმები ნახეთ… მერე მიხვდებით , ერთი ანაფორა არა, ასი ვერ აცხოვნებას ადამიანს, თუ ის შინაგანად სუფთა, წრფელი და ნამდვილი არ არის“.

 

#drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „ასწავლეთ შვილებს, რომ ყველა დაპურებული არ არის... რომ სხვების ჩაგვრა სიძლიერე არა, სისუსტის ბრალია“
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი