სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
spot_img
მთავარირჩევები მშობლებსროგორ ამოვიცნოთ ძალადობის ნიშნები ბავშვებში - ფსიქოლოგი მშობლებისთვის საყურადღებო სიმპტომებს ასახელებს

როგორ ამოვიცნოთ ძალადობის ნიშნები ბავშვებში – ფსიქოლოგი მშობლებისთვის საყურადღებო სიმპტომებს ასახელებს

ფსიქოლოგი, პროფესორი ნატა მეფარიშვილი გადაცემაში “პირადი ექიმი”საუბრობს, რა ნიშნებით უნდა ამოიცნოს მშობელმა, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლია:

– ფიზიკური ძალადობის დროს, გარდა იმისა, რომ სხეულს ნაკვალევი ემჩნევა, ძალიან აშკარაა. განსაკუთრებით სპეციალისტებისთვის, ადვილად შესამჩნევია. თუმცა, მშობლებიც, თუ კარგად დააკვირდებიან სიტუაციას, თუ თავად არ არიან ძალადობის ჩამდენი და რომელიმე დაწესებულებაში ვინმე ახორციელებს, მიხვდებიან. ადვილად შეამჩნევენ იმ ნიშნებს, რაც ჩვენს ფსიქიკას ძალადობის შემთხვევაში ახასიათებს. ამ დროს ბავშვის ქცევა იცვლება. თუნდაც გამართულად არ მეტყველებდეს – ის შეიძლება, აგრესიული გახდეს. ძლიერი, უეცარი ცვლილება მის ქცევაში ნიშანია იმისა, რომ რაღაც კარგად არ არის. თუ მეტყველება მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულია, ისინი იმ ფრაზებითა და ქმედებებით თამაშს იწყებენ, რასაც მათზე უფროსი ახორციელებს. შეიძლება, თამაშის დროს დავაკვირდეთ, როგორ ეჩხუბება, ურტყამს, ან წიწკნის თოჯინას. ან ეზოში ჩასული როგორ ეკონტაქტება მეგობარს არასათანადო გზით. გარდა იმისა, რომ ძალადობის კვალი შეიძლება ქცევაში გამოვლინდეს, ამ დროს თვითშეფასება ძალიან ირყევა. ბავშვი, განსაკუთრებით, მცირე ასაკის ბავშვი, ფიქრობს, რომ კარგი არ არის. ჰგონია, იმიტომ დაისაჯა, რომ ამას იმსახურებდა და სხვებისაგან განსხვავდება. ძალადობის ყველა ფორმის შემთხვევაში ბავშვი ხშირად საკუთარ თავს ადანაშაულებს. ამიტომ, სიჩუმე და ართქმა შეიძლება, ჩვეულებრივი ქცევა იყოს. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ასე ეგონოს. მაგალითად, სექსუალური ძალადობის დროს იფიქროს, რომ ის, რაც თავს გადახდა, ასე უნდა იყოს, სექსუალური მოძალადეებიც, როგორც წესი, მსხვერპლს აშინებენ და ეუბნებიან, რომ ამაზე არ უნდა ისაუბრონ.

ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ღამის ენურეზი, ყურადღების, კონცენტრაციის პრობლემები, ხშირი და უეცარი ემოციური რეაქციები, ძლიერი ტირილი, რომლის მიზეზსაც უფროსი ვერ ხვდება შესაძლოა, ძალადობის შედეგად განვითარდეს. შეიძლება, ნახატში ხატავდეს ისეთ რამეს, რაც მიმანიშნებელია, რომ ძალადობას აქვს ადგილი. ხშირად ვამბობ, რომ ყოველთვის კარგი დამკვირვებლები უნდა ვიყოთ. ნებისმიერი ადამიანი, ვართ მშობლები, თუ ის, ვინც ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას იღებს, კარგი დამკვირვებლები უნდა ვიყოთ. განვითარებას თვალყური ვადევნოთ და ვნახოთ, ადეკვატურად მიდის, თუ არა ეს პროცესი. თუ კარგი დამკვირვებლები ვართ, ცვლილებებს, რომლებზეც ვისაუბრე, მაშინ სწრაფად აღმოვაჩენთ და შესაბამისი რეაგირებაც გვექნება, რაც უმნიშვნელოვანესია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში ძალადობის სხვადასხვა პრევენციაა, განათლებაზე ბევრს მუშაობენ, ძალადობა მაინც ხდება. შეიძლება, შეამცირეს, მაგრამ მაინცაა. თუ ძალადობა მოხდა – უნდა ჩავერიოთ, რომ ბავშვს დავეხმაროთ, ემოციურად და ფსიქოლოგიურად მხარი დავუჭიროთ, რომ მან ნორმალური განვითარება და საზოგადოებაში ინტეგრაცია შეძლოს.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ნოემბერი 26, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი