სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიროგორ დაიწვა ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთადერთი ფოტო და როგორ გამოიყურებოდა სინამდვილეში დიდი პოეტი

როგორ დაიწვა ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთადერთი ფოტო და როგორ გამოიყურებოდა სინამდვილეში დიდი პოეტი

4 დეკემბერი, ქართული რომანტიზმის ფუძემდებლის და მწვერვალის, ევროპეიზმის შემომტანის ქართულ პოეზიაში, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა.დღეს მის გენიალურ პოეზიაზე არ გვექნება საუბარი, არამედ მის სავარაუდო გარეგნობაზე.მაინც როგორ გამოიყურებოდა პოეტი?

წლების განმავლობაში პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის გარეგნობა აღიქმებოდა ლადო გუდიაშვილის პორტრეტით, მხატვრის ფანტაზიის ნაყოფით, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ, კოჭლობის გარდა დიდი პოეტი არც გარეგნობით გამოირჩეოდა.

ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების შემდეგ მის დებთან პოეტის დაგეროტიპი (ფოტოგრაფირების ძველი ხერხი) ინახებოდა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ წამოიღო და თბილისელ ფოტოგრაფს გადასცა გასამრავლებად, მაგრამ სამწუხაროდ სწორედ იმ დღეებში ხანძარი გაჩნდა, ეს ფოტო ატელი დაიწვა და ბარათაშვილის სურათიც შეიწირა.

გიორგი თუმანიშვილმა სცადა სურათი თავისი მამის, მიხეილ თუმანიშვილის არქივში მოეძებნა.მან იპოვა ნახევარი თაბახის სქელი თეთრი ქაღალდი, რომელზეც ორი მამაკაცი იყო გამოსახული, ხელით მიწერილი ჰქონდა ინიციალები–“НБ.” პოეტის თანამედროვეებმა სცნეს, რომ იგი ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი იყო, მაგრამ “არცთუ ისე მოსწრებული.”

მოსე თოიძე წერს, რომ ბარბარეს ამ ესკიზში თავისი ძმა უცვნია, მიუხედავად პოეტთან მისი მცირე მსგავსებისა ამ ჩანახატს მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და ამჟამად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.პოეტის პორტრეტის აღდგენის იდეა გაჩნდა 1901 წელს, როდესაც ტარასი მომცემლიძემ დახატა“ჯგუფი ქართველ მწერალთა”.მასში ნიკოლოზი არ იყო.

ამ დროს ამ საქმით დაინტერესებულა ზაქარია ჭიჭინაძე და გადაუწყვეტია პოეტის დის, სოფიოს პორტრეტიდან მგოსნის სახის აღდგენა, იგი ეყრდნობოდა დიმიტრი ყიფიანის შვილის – კოტეს მოგონებას:“სოფიო, ძალიან ჰგავდა თავის ძმას ნიკოს, ისე, რომ სოფიოს ულვაშები რომ დაეხატა ტუჩებზე, ვერ გაარკვევდით ეს მართლა სოფიო არის, თუ ნიკო ბარათაშვილი.”ვინაიდან სოფიო ვერ დაითანხმეს, რომ ვაჟად გადაცმულს სურათი გადაეღო, ზაქარია ჭიჭინაძემ გამონახა სოფიოს სურათი და ცდილობდა, ამ პორტრეტიდან შეექმნა პოეტის სახე მაგრამ საზოგადოებისთვის ეს პორტრეტი მიუღებელი აღმოჩნდა.

ლადო გუდიაშვილის მიერ შესრულებული ყველასთვის ცნობილი პორტრეტი კი 1938 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 120 წლისთავზე დაიბეჭდა გაზეთებში.

1967 წელს ბარათაშვილების ოჯახში აღმოუჩენიათ(მო­ხუ­ცი დი­ა­სახ­ლი­სის დე­დამ­თი­ლი იყო “პრე­ლესტ” ბა­ბა­ლე ბარათაშვილი) ქვემოთ მოცემულია ფოტო, სადაც სავარაუდოდ ნიკოლოზ ბარათაშვილი უნდა ყოფილიყო აღბეჭდილი, თუმცა უცნობია მართლაც ბარათაშვილია თუ არა ფოტოზე.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი