შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარირჩევები მშობლებსროგორ დავეხმაროთ ბავშვს სიმორცხვის დაძლევაში და როდის არის მორცხვობა პრობლემა

როგორ დავეხმაროთ ბავშვს სიმორცხვის დაძლევაში და როდის არის მორცხვობა პრობლემა

ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, რაც ყველა ზრდასრულისთვის გასაგებია. თუმცა არის თვისებები, რომელთა დაძლევაც საჭიროა. მაგალითად, მორცხვობა. ეს თვისება ბევრ ბავშვს უშლის ხელს შესაძლებლობების სრულად წარმოჩენასა და რეალიზაციაში.

რატომ ხდებიან ბავშვები მორცხვები?

ტემპერამენტი: ზოგიერთი ბავშვი ბუნებრივად უფრო ინტროვერტულია და შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს სოციალურ სიტუაციებში ადაპტირებისთვის.

გენეტიკა: მორცხვობას შეიძლება გენეტიკური კომპონენტიც ჰქონდეს და ბავშვი იყოს უფრო თავშეკავებული.

გარემო ფაქტორები: საცხოვრებელმა გარემომ, აღზრდის სტილმა და გამოცდილებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მორცხვობას. მაგალითად, თუ ბავშვს არ აქვს ბევრი შესაძლებლობა სოციალური ინტერაქციისთვის, ის შეიძლება ნაკლებად კომფორტულად გრძნობდეს თავს უცხო გარემოსა და აქტიურ სიტუაციებში.

წარსული გამოცდილება: ხალთან ურთიერთობისას ნეგატიურმა ან უხერხულმა გამოცდილებამ შეიძლება ბავშვი მორცხვი გახადოს. უფრო თავშეკავებული გახდეს, თუ ვინმემ დასცინა, ზურგი აქცია, შეარცხვინა.

სტრატეგიები სიმორცხვის დაძლევისთვის:

შეუქმენით ხელშემწყობი გარემო:

სახლში თბილი და დამხმარე გარემო შექმენით, სადაც ბავშვი თავს დაცულად და თამამად იგრძნობს, სადაც თავისუფლად გამოხატავს თავს.

კომუნიკაციისთვის აუცილებლად წაახალისეთ. აგრძნობინეთ თანატოლებთან ურთიერთობის პოზიტივი, ხშირად ატარეთ ისეთ აქტივობებზე, სადაც ბავშვები იკრიბებიან.

თანდათანობითი ექსპოზიცია:

თანდათანობით მიაჩვიეთ იმ სიტუაციებს, სადაც დღეს მორცხვად იქცევა. დაიწყეთ პატარა, ნაკლებად ხალხმრავალი და უცხო ჯგუფებში მიჩვევით. ეცადეთ, წინასწარ უთხრათ, სად რა ვითარება დახვდება, რას გააკეთებენ სხვები და რა უნდა გააკეთოს მან. შემდეგ უფრო დიდ შეკრებებზე გადადით. სრულად

#drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი