შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიგანათლებასამხედრო მოსამსახურეები ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

სამხედრო მოსამსახურეები ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

პროექტის „ჩვენი ჯარი“ წარმომადგენლები ევროპის უნივერსიტეტს ეწვივნენ, სადაც სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

სამხედრო მოსამსახურეები სტუდენტებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის, „თავდაცვის ახალი კოდექსის“, საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ინტერესი ჯარში მოხვედრისა და სამხედრო სამსახურის ფორმების მიმართ გამოხატეს. მათ ჯარისკაცებისგან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, აქტიური რეზერვის, სამხედრო განათლების მიღებისა და სამხედრო კარიერის გაგრძელების შესაძლებლობებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების უნივერსიტეტებსა და სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

#drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი