შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიგანათლებასაქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა X-ზე დაწერა.

„ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ. ევროსაბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვია კომისია მარტამდე მოამზადოს ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმედის ნათელი სიგნალი მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტისთვის“, – წერს მიშელი.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ.

„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამ ისტორიულ დღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის. გილოცავთ!“, – ნათქვამია მილოცვაში.

სპეციალური მილოცვა გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა..

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.

#drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „ეს დაგეხმარებათ მსჯელობაში“ – ქართულის სპეციალისტის დროული მითითებები 2024 წლის აბიტურიენტებს ლიტერატურის წარმატებით ჩასაბარებლად
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი