სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
spot_img
მთავარიგანათლებასაქართველოს სკოლებში ყველაზე ნაკლებად მოსწავლებისგან თანაკლასელის მიმართ დაცინვის ფაქტები შემცირდა

საქართველოს სკოლებში ყველაზე ნაკლებად მოსწავლებისგან თანაკლასელის მიმართ დაცინვის ფაქტები შემცირდა

საქართველოში მცხოვრები 15 წლის მოსწავლეების გამოკითხვა აჩვენებს, რომ გასული წლების განმავლობაში სკოლაში ბულინგის მზარდი ტენდენციები შემცირებულია, მაგრამ მოსავლის მიმართ დაცინვის ფორმის ჩაგვრა მნიშვნელოვნად შემცირებული არარის.

ამის შესახებ საუბარია მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA-2022) უახლეს, 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც მოყვანილია კავშირი მოსწავლის მათემატიკის მიღწევებსა და ბულინგს შორის.

ბულინკის მიმართულებით კვლევის საერთო შედეგების თანახმად, PISA 2022-ის შედეგები წინა ციკლებთან მიმართებით ბულინგის მზარდი ტენდენციების შემცირებას გვიჩვენებს:

“საშუალოდ OECD-ის ქვეყნებში, მოსწავლეთა 20%-მა განაცხადა, რომ თვეში რამდენჯერმე მაინც იყო ბულინგის მსხვერპლი. ზოგიერთ სისტემაში უფრო მეტი მოსწავლე დაექვემდებარა ხშირ დაშინებას, მათ შორის ყველაზე წარმატებული მოსწავლეები (10%). PISA 2022-ის მიხედვით, ბევრ ქვეყანაში სიტყვიერი ბულინგი (მაგ., სხვა მოსწავლეების დაცინვა, საზიანო ჭორების გავრცელება) უფრო ხშირად ხდებოდა, ვიდრე ფიზიკური ბულინგი (მაგ., სხვა მოსწავლეების დარტყმა ან ცემა, ან ამ მოსწავლეების კუთვნილი ნივთების განადგურება)”.

რაც შეეხება საქართველოს შედეგებს, ანგარიშში წერია, რომ საქართველოში 2018 წელთან შედარებით, 2022 წელს შემცირდა ბულინგის სხვადასხვა ფორმებით გამოხატულება. ყველაზე ნაკლებ შემცირებას, მხოლოდ 5%-ს კი ვხვდებით იმ შემთხვევებში, როდესაც მოსწავლეს თანაკლასელები დასცინოდნენ.

“აღსანიშნავია, რომ ამ სკალაზე პასუხის ერთი ერთეულით ცვლილება (მაგ. შემთხვევების გაზრდა თვეში რამდენიმედან კვირაში რამდენიმემდე) მათემატიკაში მიღწევის 16 ქულით გაუარესებას იწვევს და ეს სხვაობა სტატისტიკურად მნიშვნელოვანია”, – აღნიშნულია PISA 2022-ის ანგარიშში.

ბულინგი საქართველოს 15 წლის მოსწავლეებში:

მეათე კლასის მოსწავლე, ავთო ხომერიკი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ეთანხმება კვლევის შედეგებს, რომ სკოლებში ბულინგის ფაქტები შემცირებულია და მათ შორის ეს დაცინვასაც ეხება:

“დაცინვაც ხომ ბულინგის ერთ-ერთი ფორმაა და თუ ზოგადად ვამბობთ, რომ შემცირდა ბულინგი, ე.ი. ეს ნაწილიც შემცირებულია. მე დაცინვის, ცემის, მუქარის ფაქტს არ შევსწრებივარ ბოლო პერიოდში და ადრე რომ უფრო ცუდი შედეგები იყო, ბუნებრივია”, – გვეუბნება ავთო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლე გვიხსნის, რომ მის მშობლიურ სკოლაში ძალიან დიდი ხანია, ამ თემაზე მიდის მუშაობა.

“დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და ყველა ყურადღებით უდგება ამ საკითხს. არაერთი აქტივობა განხორციელდა ბულინგის შესახებ. მოეწყო შეხვედრები, ტრენინგები, დამზადდა პოსტერები და ვიდეოები, რამაც გაზარდა ცნობიერება ამ საკითხზე. იგივე მსმენია სხვა სკოლებზეც, ამიტომაც ვეთანხმები კვლევის შედეებს, რომ შემცირებულია ბულინგის შემთხვევები სკოლაში, თუმცა სრულად აღმოფხვრილი რა თქმა უნდა – არა. უფროსების მონაყოლზე დაყრდნობითაც ასე ვიცი, რომ ადრე უფრო ხშირი იყო ჩაგვრის ფაქტები.

“ზოგადად, ინფორმაცია და ცოდნა პრობლემის დაძლევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, შესაბამისად, ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლამ და საზოგადოებაში ამ თემის ირგვლივ ინფორმაციული დონის ამაღლებამ, ვფიქრობ, იმუშავა. იმედი მაქვს, მალე ყველა შეთანხმდება, რომ ჩაგვრა და ძალადობა არც პრობლემის გადაჭრის გზაა და არც “საამაყო” ქმედება.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი